x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საზამთროს ჯემი
imageსაზამთროს მურაბა ქართველი დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მაგრამ ჯემს კი ძალიან იშვიათად თუ ვაკეთებთ. აბა, საზამთროსგან რა ჯემი უნდა გამოვიდესო - გაიფიქრა ალბათ ბევრმა, არადა თურმე გამოდის, თანაც საკმაოდ გემრიელი...


მაშ ასე, საზამთროს ჯემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


1, 5 კგ. საზამთროს რბილობი

1, 5 კგ. შაქარი


1 ცალი ლიმონი

ვანილი (სურვილის შემთხვევაში)


საზამთროს რბილობი (მხოლოდ წითელი ნაწილი) დავჭრათ კუბიკებად, გამოვაცალოთ კურკები და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული პიურე ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 5 წუთი. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. დავამატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 2 საათით. შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 20-30 წთ. ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ ვანილი, ცხელივე ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ.

2
588
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
588
  
2014, 14 სექტემბერი, 18:58
ვერც მე წარმომედგინა:))
2014, 14 სექტემბერი, 18:29
ვერ წარმომიდგენია საზამთროს ჯემი :))
0 1 2