x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ნამუსიანი ქურდები
image1).ქურდმა შვეციის უნივერსიტეტის პროფესორს მოპარა ნოუთბუქი. პროფესორი შოკში ჩავარდა, ფლეშკაზე ჩაწერილი ჰქონდა 10 წლის ნამოღვაწარი ნაშრომები.თუმცა რამდენიმე დღეში პროფესორს ქურდმა ფლეშკა დაუბრუნა.


2).ქვემო საქსონიის ერთ-ერთ სახლში მძარცველი შევარდა, ძიძას იარაღის მუქარით ფული მოთხოვა.ქურდს 7 წლის ბავშვებმა გამოუტანეს ფული, ოღონდ ძიძას თავი დაანებეო.შეძრწუნებული ქურდი ადგა და გამოტრიალდა ისე, რომ ფული არც აუღია.


3).2011 წლის ოქტომბერში ავტომობილიდან ქურდმა 2 მობილური და საფულე მოიპარა. მობილურში მან საბავშვო პორნო-სურათები აღმოაჩინა, ამით აღშფოთებულმა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც დაჭერა ელოდა, არ შეეპუა და პოლიციაში მივიდა.

მას ერთ თვიანი პატიმრობა მისცეს. სამაგიეროდ მობილურის პატრონი, 45 წლის მამაკაცი კარგა ხანი იყურყუტებს ციხეში.



4.)ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ჰიუსტონიდან სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტეს, თან თავიანთი პატარა შვილიც წაიყვანეს.

მდინარის პირას ბავშვს შესცივდა, დედამ მანქანაში დააწვინა ბავშვი და თან გამათბობელი ჩაურთო.

ამასობაში ქურდმა შეამჩნია მანქანა და გაიტაცა, მან მხოლოდ გზაში აღმოაჩინა მძინარე ბავშვი.მოატრიალა და ავტომობილი ისევ ადგილზე დააყენა.image



























5.) ვიდეოკამერა ჯეიმი მაკერლატს ავტომობილიდან მოპარეს. იგი კიბოთი იყო დაავადებული და შვილებისთვის სამახსოვრო სურათებს აგროვებდა, რომ შემდგომ გაეხსენებინათ იგი. კამერა ჯეიმის მამას ეკუთვნოდა, რომელიც 2 წლის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.ამის შესახებ ქურდმა რადიოთი მოისმინა და უყოყმანოდ დააბრუნა კამერა.


6.) ქურდმა ინდიანიდან, ჯეიმს მაკლერინის ეზოდან მოიპარა გასაბერი სანტა-კლაუსი და ორი პინგვინი.რამდენიმე ხნის შემდეგ მან დააბრუნა ყველაფერი და თან მოაყოლა წერილი ბოდიშის მოხდით, კონვერტში 100$ იდო.


7.)ქურდმა საუდის არაბეთიდან პატრონს დაუბრუნა 10 წლის წინ დაკარგული საიუველირო ნაკეთობები, როგორც პატრონმა განაცხადა, ღამე კარზე დაუკაუნეს და როცა გააღო კარი ზღურბლზე იდო პატარა ჩანთა და წერილი ბოდიშის მოხდით.image


8)ბრაზილიაში ქურდმა ავტომობილი გაიტაცა.პატრინმა საკუთარ მობიულრზე დარეკა, რომელიც გატაცებულ მანქანაში იყო დარჩენილი.ტელეფონზე მან ქურდს უამბო თავის ფინანსულ პრობლემებზე, ვალებზე და იმ უიღბლობებზე, რომელიც ამ ბოლო დროს ცხოვრებაში თან სდევდა.

როგორც ჩანს, მანქანის პატრონის მონათხრობმა ქურდს გული მოულბო და პატრონს მანქანა დაუბრუნა.


9)-შობის წინა ღამეს ქურდები შეცვივდნენ ქვრივი ქალის, კეროლ ლალონდის სახლში და გაიტაცეს ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ზარდახშა გარდაცვლილი მეუღლის ფერფლით.

დამწუხრებულმა ქალმა გადაწყვიტა სახალხოდ მიემართა ქურდებისთვის, დაებრუნებინათ ის მაინც, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის, -მეუღლის ფერფლი.

ქურდებმა პირობა შესარულეს და ქალს ყუთი დაუბრუნეს.

image

1
382
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
382
  
2014, 15 სექტემბერი, 23:41
რაღაც სევდიანი იყო :(
0 1 1