x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ასკილის ჯემი
imageასკილის ჯემი ჩვენთან, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია, არადა განსაკუთრებით სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. გთავაზობთ მის ძალიან მარტივ რეცეპტს.


რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ ასკილი უნდა იყოს დაკრეფილი ქალაქიდან მოშორებულ ადგილას, სადაც მანქანები ნაკლებად დადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჯერებული იქნება მომწამვლელი აირებით.


მაშ ასე, ასკილის ჯემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


1 კგ. ასკილი


1 კგ. შაქარი

1/2 ჩ.კ. დაფქვილი მიხაკი (სურვილისამებრ)


მწიფე ნაყოფი კარგად გარეცხეთ, გაჭერით შუაზე დ მოაშორეთ კურკები. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ ნაყოფს ფარავდეს, ადუღეთ 25 წუთი. როცა ასკილი დარბილდება, გადაწურეთ წყალი და ნაყოფი დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ პიურეს დაამატეთ შაქარი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ მიხაკიც. აურიეთ კარგად, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი, სანამ გასქელებას არ დაიწყებს, თან ხშირ-ხშირად ურიეთ.


ცხელი ჯემი ჩაასხით სტერილიზებულ მინის ქილებში და მოხუფეთ.


0
969
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0