x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ იცვლებოდა ქუსლიანი ფეხსაცმელი – ევოლუცია ჩოპინებიდან თანამედროვე პლატფორმებამდე

ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian დააანონსა ექსპოზიციის Killer Heels: The Art of the High-Heeled Shoe გახსნა ბრუკლინის მუზეუმში. გამოფენა წარმოადგენს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რეტროსპექტივას და ძველ საკოლექციო ფეხსაცმელებთან ერთად მასზე წარმოდგენილია ცნობილი დიზაინერების ორიგინალური მოდელები.

მოდით თვალი გადავავლოთ გამოფენაზე წარმოდგენილი უჩვეულო ფეხსაცმელების მოდელებს და გავიხსენოთ, თუ როგორ იცვლებოდა მათი ქუსლები საუკუნეების და წლების მანძილზე.


1550-1650 წლები: ჩოპინები, იტალია, აბრეშუმი და ლითონი


image


დღესდღეობით ჩოპინების სულ რამოდენიმე ეგზემპლიარია შემორჩენილი. ისინი გამოჩნდნენ იტალიაში ადრეული აღორძინების ეპოქაში და მაღალი წრის იტალიელი ქალბატონების საყვარელი ფეხსაცმლის სტატუსი შეინარჩუნეს XVII საუკუნემდე. როგორც სხვა პლატფორმიანი ფეხსაცმელი, ჩოპინებიც მეტად მოუხერხებელი იყო სატარებლად. მათი ქუსლის სიმაღლე 18 სანტიმეტრს აღწევდა. როცა ქალებმა ოდნავ მოკლე ქვედაკაბების ჩაცმა დაიწყეს, საიდანაც ფეხსაცმელი მოუჩანდათ, ჩოპინების ხის პლატფორმებს რთავდნენ აბრეშუმით, ნაქარგებით, ოქროთი და ვერცხლით.



XIX საუკუნე: მანჯურიელი ქალების ფეხსაცმელი, ჩინეთი, ბამბა და აბრეშუმი


image


მანჯურიელი ქალები ატარებდნენ ფეხსაცმელს, რომლის ქუსლის სიმაღლე 5-დან 15 სმ-მდე იყო. ამ ფეხსაცმელზე სიარული არც ისე იოლი იყო: ქალებს უნდა დაეჭირათ ტანი სწორად და ოდნავ გაეშალათ ხელები. სხვათა შორის, ეს მათ ფიგურას დახვეწილობას და ქალურობას მატებდა.



1900-1920 წლები: ბოტფორები, საფრანგეთი, ტყავი


image


თავდაპირველად ბოტფორები გამოგონებული იქნა, როგორც მხედრის ფეხსაცმელი, შემდეგ მან ფართო გავრცელება ჰპოვა კავალერიაში, როგორც სამხედრო ფეხსაცმელმა. ეს ხდებოდა შუა საუკუნეებში, ხოლო რუსეთში ის ფართოდ გავრცელდა XVII—XVIII საუკუნეებში. მეორედ დაბადება ბოტფორებმა იზეიმეს მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ისინი მაღალყელიან წინდებთან და მოკლე კაბასთან ერთად ქმნიდნენ ვულგარულობის ეტალონს.



1973-1979 წლები: Casuccio e Scalera per Loris Azzaro, იტალია, ტყავი, სინთეტიკური მასალები


image


პლატფორმებმა ყველაზე ექსტრავაგანტული მეტამორფოზა განიცადა XX საუკუნის დასასრულს და XXI საუკუნის დასაწყისში, როცა დიზაინერებმა დაიწყეს მხატვრული სტილის და არქიტექტურული კონსტრუქციების გამოყენება მოდელების დამუშავების დროს. ყოველდღიური ფეხსაცმლიდან პლატფორმები გადაიქცნენ არტ-ობიექტებად.



1993 წელი, Vivienne Westwood, მოდელი Super Elevated Gillie


image



2006 წელი: Miu Miu, კოლექცია Cammeo ბაროკოს სტილში, ტყავი


image



2012 წელი : Winde Rienstra, ბამბუკის პლატფორმა პლასტმასის თასმებით


image



2012 წელი : Noritaka Tatehana, ხელოვნური ტყავი


image



2013 წელი : Jantaminiau, კოლექცია L’image Tranquille


image



2013 წელი: არქიტექტორი ზახა ხადიდი, , კოლექცია NOVA, ქრომირებული ვინილი, ტყავი და მინაქსოვილი


image



არქიტექტორმა ზახა ხადიდმა კომპანია Unitetd Nude-სთან ერთად შექმნა ფეხსაცმელი 16 სანტიმეტრიან ქუსლზე ფუტურისტული დიზაინით. ფეხსაცმლის გარეთა ზედაპირი გაკეთებულია ქრომირებული ვინილით, ქუსლი და პლატფორმა ბოჭკოვანი მინით, სადებად გამოყენებულია ტყავი, ხოლო ნაკერები შესრულებულია რეზინის ძაფებით.


ნახეთ ვიდეო და დარწმუნდით, რომ ეს უცნაური ფეხსაცმელი შექმნილია არა მხოლოდ ექპოზიციისათვის, არამედ სიარულისთვისაც.








1
154
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
154
  
2014, 14 სექტემბერი, 14:56
"გადამლაშებული" კრეატივი არ მომწონს
0 1 1