x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი : ამჯერად გადავრჩი!
ნიკა ვარდოშვილითელავის საკრებულოს დეპუტატის ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, მას 12 სექტემბერს, თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე „რეიდს“, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსი ესწრებოდა, სადაც იგი შეამოწმეს, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შ.ს სამმართველოს თანამშრომელბმა.

აღნიშნულ ფაქტს, დეპუტატი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერძე წერს:


„დაახლოებით საათნახევრის წინ მანქანით ვიდექი თელავის უნივერსიტეტთან გვერდით მომიჩერა ჯიპმა საიდანაც გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები(შემდგომში როგორც გაირკვა აქედან ერთი პოლიციის სამმართველოს უფროსი ყოფილა ) სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი მოვიდნენ ჩემ მანქანასთან გამოხსნეს კარები მომანათეს ფანარი ისე რომ მე ვერ ვხედავდი მათ გახსნეს საინფორმაციო წყარო და დაიწყეს ჩემი შემკობა შემდეგი სახის ეპითეტებით რას დგახარ ბიჭო, თავი შეყავი მანქანაში, ხო არ ბლატაობმთვრალი ხარ ამის შემდეგ მეთვითონ დავრეკე 112 ზე და გამოვიძახე საპატრულო პოლიცია რათა შევემოწმებინე სიმთვრალე სიფხიზლეზე მოვიდნენ და არ აღმოვჩნდი ნასვამი მოკლედ ეგრეთწოდებულ რეიდში მოვყევი თან წვიმის გამო დენიც გამორთული იყო ქალაქში რაღა დაგიმალოთ და მადლობელი ვარ პოლიციის თავი 2002 ში მეგონა და მაშინ 19 წლის ვიყავი და გამიხარდა ახალგაზრდობა რომ გამახსენეს და სამომავლოდ ვთხოვდი კაპოტზეც ურტყან ხოლმე პოლიციელის ხელჯოხი რო მთლად კარგად ვიგრძნო თავი“



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ვარდოშვილი სასტუმრო ძველი თელავის წინ რამდენიმე მამაკაცმა უმოწყალოდ სცემა, რასაც პოლიცია შეესწრო, თუმცა ჩხუბის აღკვეთა არ უცდიათ (ვარდოშვილის განცხადებით)

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0