x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პლატონ კალმახელიძე: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველა ... ოცნება არ ხდება
უცნაური ინტერვიუ თელავის მერთან


-რა კრიტერიუმებით აფასებთ და ნიშნავთ სამსახურში თანამშრომლებს?

თელავის მერი პლატონ კალმახელიძე,  თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე
-პროფესიონალიზმითა და სამუშაო გამოცდილებით, უნარით გაუძღვეს საქმეს და ემსახუროს ქალაქს ერთგულად.

-მერიაში არის თუ არა ერთი ადამიანი დასაქმებული სხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე?

-მერიაში თანამშრომლების შერჩევა არ ხდება პოლიტიკური ნიშნით.

- ფიქრობთ თუ არა, რომ ქ.თელავს გააჩნია უნიკალური ტურისტული პოტენციალი და კონკრეტულად რა ღონისძიებებს გეგმავთ ამ მიმართულებით? მაშინ როცა 2012 წლის მერე ამ კუთხით ქალაქში არაფერი არ გაკეთებულა.

-ჩვენს ქალაქს უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის კუთხით. ღვინის სამშობლოს დედაქალაქია. ამ მხრივ, სწორი მიმართულების
დაგეგმვით ჩვენ გვინდა ქალაქი უფრო მეტად დავტვირთოთ ტურისტებით. ამისთვის ჩვენ სწორად გამოვიყენებთ თელავის ყველა რესურს.

-ქ.თელავისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს უნივერსიტეტი, წელს კატასტროფულად შემცირდა ჩარიცხულთა რაოდენობა, (170 სტუდენტია) რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 2 წელში ინტერესი დაკარგა ახალგაზრდობამ თელავის უნივერსიტეტის მიმართ, რას ფიქრობთ რითაა ეს გამოწვეული?
რა ღონიძიებებს აპირებთ
თქვენი მერობის პერიოდში უნივერსიტეტთან და სამინისტროსთან ერთად ამის თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაკარგოს უნივერსიტეტმა აკრედიტაცია?

-თელავის უნივერსტეტი წარმოადგენს ავტონომიას, მის საქმიანობაში ჩარევა სცილდება ჩემი, როგორც ქალაქის მერის კომპეტენციებს.



- ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი შუქნიშნები, პარკინგი და ა.შ. უწესრიგობაა, როგორ პირებთ ამ პრობლემების მოგვარებას.

-პარკირების პრობლემის მოგვარება მე ამომრჩეველმა მთხოვა, ამ
ეტაპზე კი მიმდინარეობს საკითხის განხილვა, თუ რა ფორმით მოხდება პრობლემის დარეგულირება. აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ის პირობები, რომ ამან არ დააზარალოს და რთულ პირობებში არჩააყენოს ქალაქის მოსახლეობა. პირობები მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებზე. ჩვენ შევარჩევთ ისეთ მოდელს რომელიც მოსახლეობის უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. აგრეთვე მიმდინარეობს გზაჯვარედინების მოწესრიგების პროცესი.საკითხი პროექტის დამუშავების სტადიაშია.აღნიშნული პროექტები გადაწყვეტილების მიღებამდე შეთანხმებული იქნება
ჩემს თანაქალაქელებთან.

-თქვენი ძალისხმებით აიკრძალა გარე ვაჭრობა,
გაქვთ ინფორმაცია რამდენი გარე მოვაჭრე დარჩა უმუშევარი? ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია, რომელიც მათთვის გამოიყო არაკომფორტულია..

-აღნიშნული საკითხიც იყო თელავის მოსახლეობის
დაკვეთა ჩემს წინასაარჩევნო კამპანიის
პერიოდში.გარე ვაჭრობის აკრძალვამდე მე ვიზრუნე იმ ხალხზე, რომლებსაც ემუქრებოდათ
უმუშევრად დარჩენა, ვაწარმოვე მოლაპარაკება თელავის აგრარული და საკოლმეურნეო ბაზრის ადმინისტრაციათან და ამ ადამიანებისთვის ბაზარში გამოიყო ადგილებისადაც შეეძლებათ ვაჭრობა, მათთვის დაწესდა შეღავათიანი დღიური გადასახადი და დღეში ისინი გადაიხდიან სულ რაღაც 50 თეთრს.
- როგორ შეაფასებდით მწნილისა და მურაბის

ფესტივალს, რომელიც ჩვენს ქალქშია დაგეგმილი ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, ხომ არ თვლით, რომ ჩირის და მურაბის ფესტივალი უფრო თანხვედრია ვიდრე მწნილისა და მურაბის?

-აღნიშნული ფესტივალი არ არის დაგეგმილი ჩემს

მიერ, იგი ტარდება საქართველოს მასშტაბით.ეს არის ქართული კერძებისა და კულტურის პოპულარიზაცია.


-ადილობრივი ბიუჯეტიდან თუ იქნება გაწეული ხარჯები

ფესტივალის თანადაფინანსებისათვის?

-აღნიშნული თხოვნით ფესტივალის ორგანიზატორებს ქალაქ თელავის მერიისთვის ჯერ არ მოუმართავთ.


-და ბოლოს, მახსოვს ბავშობაში ოცნებობდით ექიმიგამხდარიყავით, ეს ოცნება არა პერსპექტიული აღმოჩნდა თუ არაკომფორტული?



-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველა ბავშვობის ოცნება არ ხდება.


-ყველაზე სახუმარო ისტორია თქვენი ცხოვრებიდან?


……………

რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ მომწერა, მაშინ მე
მოვყვები ოდესმე მისი ცხოვრების სახუმარო ისტორიას.. (მ . მ.)

პ.ს. პლატონს კალამახელიძეს: მე გაუფრთხილდი დროს
რომელიც თქვენ ასე შეზღუდული გაქვთ, შესაბამისად მეილზე გიგზავნით კითხვებს და
იმედი მაქ პასუხებს მივიღებ

პატივისცემით
მაკა მოსიაშვილი


პ.პ.ს. პასუხები მივიღე თითქმი ორის კვირის

შემდეგ. გთავაზობთ უცვლელად

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0