x
image
მანჩო 777
12 სასარგებლო საიტი, რომელთა არსებობაზე თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ
ყოველდღიურად ინტერნეტში ხეტიალის დროს თქვენ აწყდებით უამრავ უსარგებლო და უინტერესო საიტს და წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომ მათგან ერთი ფეხის ნაბიჯზე არის უამრავი სასარგებლო და საინტერესო საიტი. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მათგანი:


1. მათემატიკური დამხმარე


image



მათემატიკური განტოლებების და ამოცანების ამოხსნაში თქვენ დაგეხმარებათ საიტი www.mathway.com. ნამდვილად საჭირო და მოსახერხებელი საიტია.




2. ვიდეორგოლების შექმნა


image


უფასო და გამოსაყენებლად ძალიან იოლი საიტი www.screenr.com თქვენ დაგეხმარებათ შექმნათ ვიდეოფაილები იმ ჩანაწერებით, რაც თქვენი კომპიუტერის ეკრანზე ხდება.



3. ფოსტა ათ წუთში


image


თუ თქვენ გჭირდებათ რაიმე ელექტრონული ფოსტის მისამართი (მაგალითად, რომელიმე საიტზე რეგისტრაციისათვის) და არ გსურთ თქვენი ძირითადი email-ის გამოყენება, მაშინ გამოგადგებათ საიტი 10minutemail.com. თქვენ მიიღებთ email-ს, რომელიც ზუსტად ათი წუთის შემდეგ გაუქმდება. თუ თქვენ ის ცოტა მეტი ხნით გჭირდებათ, მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ დრო კიდევ 10 წუთით გაზარდოთ.


4. აქაუნთების მკვლელი


image


თუ თქვენ დაიღალეთ სოციალური ქსელებისაგან და გინდათ მყისიერად გააუქმოთ ისინი, საიტი www.accountkiller.com გეტყვით, როგორ გააკეთოთ ეს.



5. რატომ ვერ შევდივართ საჭირო საიტზე?


imageთუ თქვენ გინდათ რომელიმე საიტზე შესვლა და ამას ვერ ახერხებთ, თან ეჭვი გაქვთ, რომ საქმე პროვაიდერს, ბრაუზერს ან სხვა რამეს ეხება, მაშინ შედით საიტზე downforeveryoneorjustme.com. და ის გეტყვით, ხელმისაწვდომია თუ არა ეს რესურსი თქვენთვის.


6. რამდენი დრო გავიდა?


image


თუ თქვენ უცებ დაგავიწყდათ, რამდენი წლის ხართ, ან გაინტერესებთ სწრაფად გამოთვალოთ, რა დრო გავიდა ამა თუ იმ მოვლენიდან, მაშინ საიტი www.timeanddate.com სწორედ თქვენთვისაა. ის უცებ იანგარიშებს ზუსტ დროს ორ თარიღს შორის.



7. კომიქსი საკუთარი ხელით


image


საკუთარი ხელით კომიქსების შექმნაში დაგეხმარებათ საიტი www.stripcreator.com. ამოირჩიეთ თქვენი გმირი და მოიფიქრეთ დიალოგი. ეს ძალიან სახალისო გასართობია.


8. ონლაინ–მაღვიძარა


image


თუ თქვენ გჭირდებათ მაღვიძარა, მას იოლად იპოვით საიტზე onlineclock.net.



9. დიდი ზომის პოსტერი


image


დიდი ზომის პოსტერის სწრაფად შექმნაში თქვენი დამხმარე იქნება საიტი rasterbator.net.



10. გადაბრუნებული ტექსტი


image


ძალიან სახალისო საიტი www.fliptext.org წამიერად გადაგიბრუნებთ ნებისმიერ ტექსტს. საიტი მუშაობს მხოლოდ ინგლისურ შრიფტზე.



11. მსუბუქი გაღვიძება


image


თუ თქვენ გაღვიძების პრობლემა გაქვთ, მაშინ საიტი sleepyti.me ზუსტად თქვენთვისაა. ის გამოგითვლით ძილის ფაზებს დაძინების დროსთან შეთანხმებით.



12. მულტფილმები თქვენი უბის წიგნაკში


image


ოდესმე დაგიხატავთ მულტიკები უბის წიგნაკში? საიტი gifprint.com დაგეხმარებათ დაყოთ ნებისმიერი Gif-ანიმაცია ცალკეულ კადრებად.

3
1226
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1226
  
2014, 12 სექტემბერი, 18:51
გმადლობთ:)
2014, 12 სექტემბერი, 18:46
ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სტატიაა.
0 1 3