x
image
worldsport.ge
ფერერო “სამპდორიისთვის” ევროპაში ყველაზე დიდ სტადიონს ააშენებს

imageგენუის “სამპდორიის” მფლობელმა მასიმო ფერერომ, ჟურნალისტებთან საკუთარი სურვილი გაახმოვანა, რომლის თანახმადაც, მას კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენება სურს და ის, ევროპაში ყველაზე დიდი იქნება.
ახლა ფერერო მოლაპარაკებას აწარმოებს ქალაქ გენუის საბჭოსთან, რათა მათგან, 99-წლიანი არენდით, ის მიწის ნაკვეთი მიიღოს, სადაც ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს.
“ეს ჩემი ოცნების პროექტია. ავაშენებთ ზღვასავით სტადიონს, სადაც ყველას შეეძლება ნავში ჩასხდომა და თამაშის ყურება, პარალელურად კი, გენუის სხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერება. სტადიონი შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქალაქის ტურისტულ ღირებულებას. ჩემთან ერთად სხვა ინვესტორებიც იქნებიან. მან უნდა იმუშაოს კვირაში შვიდი დღე და უნდა იყოს ყველაზე დიდი ევროპაში”, - განუცხადა ფერერომ La Gazzetta dello Sport-ს.
ამჟამად, “სამპდორია” “ლუიჯი ფერარისზე” თამაშობს, რომელიც 36, 5 ათას მაყურებელს იტევს.
ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0