x
image
worldsport.ge
ხუანფრანი: “რეალი” არ დასუსტებულა”

imageმადრიდის “ატლეტიკოს” მარჯვენა მცველი, ხუანფრან ტორესი მოახლოებული დერბის წინ, ჟურნალისტებს შეხვდა და მათთან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდის “რეალი” ხაბი ალონსოსა და ანხელ დი მარიას გაყიდვის შემდგომ არ დასუსტებულა.
“ჩვენ ზედმეტად თავდაჯერებულნი არასდროს ვყოფილვართ და ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. არამგონია, “რეალი” ორი ფეხბურთელის წასვლას დაესუსტებინა, რადგანაც ისინი ყოველ წელს ვარსკვლავებს იფორმებენ. ახლაც, “ბლანკოსმა” დიდებული მოთამაშეები დაიმატა. მათ სურთ, რომ ყოველთვის პირველები იყვნენ.
დერბი ყოველთვის ძალიან რთული, დაძაბული და გამორჩეული შეხვედრაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ეს ჩვენ შეგვიძლია და გასულ სეზონშიც დავამტკიცეთ “სანტიაგო ბერნაბეუზე”.– განაცხადა ესპანეთის ნაკრების მცველმა.

საუბრის ბოლოს, მარჯვენა მცველმა, არდა თურანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ატლეტიკოს” ერთ-ერთი ლიდერია და მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

“არდა თურანი დიდებული მოთამაშეა და გუნდს ძალიან აკლდა. ის “ატლეტიკოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ძალზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ არდა შაბათს ითამაშებს”.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი შაბათს 22:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0