x
image
worldsport.ge
“ლიონის” პრეზიდენტი, მარსელელ კოლეგას, ბიელსას დასჯას ურჩევს

image“მარსელის” მწვრთნელ მარსელო ბიელსას, კლუბის პრეზიდენტ ვენსან ლაბრიუნის გაკრიტიკების გამო, შეიძლება, სანქციები დაუწესონ. არგენტინელმა სპეციალისტმა, რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის შეფმა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე შემადგენლობის გაძლიერების თაობაზე მისთვის მიცემული დაპირება, არ შეუსრულა. მაშინ “მარსელის” პრეზიდენტმა თქვა, რომ მწვრთნელს შვებულების ვადის ამოწურვისთანავე დაელაპარაკებოდა.
ჯერ უცნობია, შედგა თუ არა მწვრთნელისა და პრეზიდენტის შეხვედრა, მაგრამ გავრცელდა “ლიონის” პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას კომენტარი. ეს უკანასკნელი, თავის მარსელელ კოლეგას, ბიელსას სამაგალითოდ დასჯისკენ მოუწოდებს”.
“ეს ამბავი აუცილებლად სანქციით უნდა დასრულდეს. ლაბრიუნმა მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, – ციტირებს L’Equipe ოლასის სიტყვებს.
ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0