x
image
worldsport.ge
სტარიჯი ყოფილმა სატრფომ მიივიწყა

imageინგლისური “ლივერპულის” ფეხბურთელის დენიელ სტარიჯის ყოფილი გულისსწორი, ბრიტანეთში ერთობ პოპულარული მოდელი, ჯორდან დანი ყოფილ სატრფოზე საუბარს ერიდება და ინგლისელი ჟურნალისტების მრავალი მცდელობის მიუხედავად, წარსულზე თითქმის არასოდეს ლაპარაკობს.
ცოტა ხნის წინ, ჯორდან დანი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პოპულარობისდა შესაბამისად, გამორჩეულად მაღალანაზღაურებად მოდელად დასახელდა. ამ ეშხიანი შავტუხა ქალბატონის წლიური შემოსავალი თურმე ორ ათეულ მილიონ ფუნტს აჭარბებს.imageარადა, მაშინ როდესაც ჯორდან დანი სტარიჯის გულისსწორი იყო, მისი სახელი და ვინაობა ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ასეა ჩემო ბატონო, პოპულარობისაკენ მიმავალი გზა ხშირად ფეხბურთელების სატრფოობაზე გადის და მერე ვიღას ახსოვს ეს შენი დენიელ სტარიჯი...


www.worldsport.ge

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0