პროზა ნაჩუქარი ცრემლები 2014, 8 სექტემბერი, 22:48 გარეთ წვიმს...ეს ხომ ერთი უბრალო,
თანაც ძალიან პატარა წინადადებაა,
მაგრამ ძალიან ლამაზი, რადგან ამ
სიტყვებთან ერთად მესმის წვიმის - მისი ხმა, მისი წვეთების ხმა ისმის..
მესმის დ მეც რაღაც მიძალიანდება, რომ ჩამეძინოს... კარგია წვიმაში ძი- ლი, ოღონდ ცუდია, იმიტომ რომ ძილში აღარ მესმის მისი ხმა... ნეტა რატომ წვიმს, რატომ მოიწყინა ბუნემამ? გავხედე გარეთ და დავინახე რა საოცრად, ნაზად მოუწყენია ყველაფერს: ზეცას, ხეებს, ყვავილებს, ბალახსაც კი... ნეტა რატომ დასაჯა ზეცამ ღრუბლები, ღრუბლებმა კი ბუნება. მეც მოვიწყინე... ასე მგონია, ამ სამყაროში სხვა არავინ არის, მარტო მე ვარ, მე და ეს სამყარო და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად მის უმაღლეს შემოქმედთან ვსაუბრობთ. ძალიან, ძალიან მოვიწყინე... ვხედავ, ვგრძნობ წვიმა როგორ ეცემა ჩემს თმებზე, გადმოდის სახეზე და თვალებზე; მე კი მგონია, რომ ვტირი, უბრალოდ წვიმის წვეთებმა ცრემლები მათხოვა. ხო, მხოლოდ ცრემლები, თორე ჩემი საკუთარი გრძნობები ისეც გამაჩნია და თანაც ძალიან შესადარია ამ მოწყენილობასთან. თანაც სულაც არ მინდა, რომ სხვამ დაინახოს ჩემი ცრემლი. მხოლოდ, მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე ადამიანს შეულია დაინახოს ცრემლი ჩემს თვალებში, ისევ და ისევ ჩემი თვალების სახით - მეტი არავის... ჯერ როგორი ცივია წვიმა, მერე კი ჩემს სახეზე თება და თანდათანობით ქრება. მეცოდება და ვფიქრობ, რომ მისი მკვლელი ვარ - იგი ხომ ჩემს კანზე ორთქლდება, დნება, უბრალოდ ქრება. მაგრამ რატომ სევდაც არ ქრება მასთან ერთად?! ეხლა კი აღარ მინდა ვიარო წვიმაში, რადგან იგი მე მიმძაფრებს მოწყენილობის გრძნობას. თუმცა, მე მიყვარს წვიმა, იგი მე მიგებს და ყველაფერს რომ თავი დავანებო, საკუთარ ცრემლებს მჩუქნის, თანაც უანგაროდ, არ ითხოვს სამაგიეროს. წვიმს, გარეთ იღვრება მოწყენილობა. - რა უბრალო სიტყვებია... 18 1-ს მოსწონს
|