x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემა

დღესდღეისობით, 21-ე საუკუნეში, ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ყველა ჩვენგანისათვის წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა მილიონობით წელი არსებობდა და ვითარდებოდა კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, უახლოეს ტექნოლოგიებს ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ, ისინი გვეხმარებიან ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად განხორციელებაში. სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტებით მეგობრებს, ახლობლებს, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებს, ვნახულობთ მათ ფოტოებს, ვგებულობთ მათი ცხოვრების შესახებ, ვეცნობით ახალ ამბებს, ასევე უამრავი კერძო თუ სახელმწიფო კომპანია აკეთებს რეკლამას, ავრცელებს სიახლეებს, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ ექცევა.
მაგრამ, რაც არ უნდა ვისაუბროთ მათ დადებით მხარეებზე, გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემებს, რომლებსაც მათი არსებობა და სიმრავლე იწვევს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტსა და კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლიათ და ბევრ პრობლემას იწვევენ, ეს ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალზედ აქტუალურია, სოციალური ქსელების გავლენაა საზოგადოებაზე. პრობლემა დღითიდღე უარესდება და თუ რაიმე ზომები არ იქნება მიღებული სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.
დროის ხარჯვა, ალბათ ერთერთია, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ბევრი ადამიანი მხოლოდ ვირტუალური სამყაროთი, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით ცხოვრობს, ეს მართლაც რომ საშინელებაა, ასეთი ადამიანები მოწყვეტილნი არიან რეალურ სამყაროს და გაუცხოებულნი არიან გარშემომყოფებისაგან, მათი გონება, ფსიქიკა იმდენად დახშულია, რომ ვერ აცნობიერებენ რას სჩადიან, სოციალური ქსელები მათზე როგორც ნარკოტიკი ისე მოქმედებენ, რომლებსაც ვერ სწყდებიან და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ასეთ პიროვნებებს, რასაკვირველია, ფსიქოლოგთა დახმარება და ახლობების გვერდში დგომა ესაჭიროებათ, მათ უნდა გაიაზრონ და გაანალიზონ თუ რაოდენ სახიფათოა მათთვის და მათი ცხოვრებისთვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობისათვის ეს ყოველივე.
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კარგავს ძვირფას დროს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე, ბლოგებზე, ცოსიალურ ქსელებში ”ძრომიალით”. დღეს ყველაზე პოლულარული ქსელი მთელ მსოლიოში Facebook-ია, მასში მილიონობით ადამიანია დარეგისტრირებული და ყოველდღიურად უთვალავი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ შეიძლება ვერც კი გავაცნობიეროთ ბოლომდე ყოველდღიურად როგორ უფრო მეტად გვითრევენ და თავისკენ გვიზიდავენ სოციალური ქსელები, ვხდებით მასზე დამოკიდებულნი და ერთი დღეც კი მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად, საოცრებად მიგვაჩნია, სწორედ ეს არის ის გავლენა, რომელიც ჩვენს ფსიქიკაზე ძალზედ უარყოფითად მოქმედებს.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ზოგიერთი ოჯახი სწორედ სოციალური ქსელების საშუალებითაც დანგრეულა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინებების 20%, სწორედ სოციალურ ქსელ Facebook - ს უკავშირდება. ამ ინფორმაციას The Daily Mail წერს, იმ იურიდიულ კომპანიებზე დაყრდნობით, რომლებიც განქორწინების საქმეებზე მუშაობენ. ამის მოსმენა თითოეული ჩვენგანისათვის მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. ადამიანის ფსიქიკა იმდენად რთული აგებულებისაა, რომ წინასწარ ვერ განვჭვრეტთ და ვერ ვიწინასწარმატყველებთ თუ ვის შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ და ვის არა, არავინაა დაცული და გარანტირებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, გავუფრთხილდეთ საკუთარ ფსიქიკას, შვილების, მეგობრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას.
უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტ სივრცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, იგი ინფორმაციის გავრცელების უსწრაფესი საშუალებაა. სოციალური ქსელებით კონტაქტის დამყარება ძალზედ მარტივია, შესაძლებელია რამოდენიმე ადამიანს ერთდროულად ვესაუბროთ. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა და არაფერ განსაკუთრებულს ვაკეთებთ, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ აგიკრძალოთ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ინტერნეტის და ზოგადად კომპიუტერის მოხმარება. ზოგიერთს შეიძლება გაუცხოება, შიში და, უარეს შემთხვევაში დეპრესია დაემართოს, სწორედ ეს არის, რომ ადამიანი თავისდაუნებურად ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მისი ორგანიზმი და გონება გაუცნობიერებლად ითხოვს ”საკვების მიღებას” ინტერნეტისა და სოციალური ქსელების სახით. თითოეული ჩვენგანი რაღაც დოზით დამოკიდებულნი ვართ მათზე, თუმცა 21-ე საუკუნეში სხვაგავრად ცხოვრება წარმოუდგენელია, ინტერნეტ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის ინფორმაცია გავრცელდეს უსწრაფესად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი პრობლემაა, ისაა, რომ უნდა ვისწავლოთ დროის კონტროლი, თუ რამდენი საათი დავუთმოთ დღეში ინტერნეტს და ვეძებოთ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ ეს ასე იქნება, მაშინ ის პრობლემები, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს მეტ-ნაკლებად მოგვარებული იქნება, აღარ დაიტანჯება უამრავი ადამიანი სიმარტოვის გრძნობით, გაუცხოვებით, ურთიერთობების ნაკლებობით. იმ ხალხს, რომელიც დღის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან და ინტერნეტში ატარებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად შეექმნება მენტალური პრობლემები, რომელთა მოგვარება რაც დრო გავა უფროდაუფრო გართულდება.
განსაკუთებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ბავშვებთან, ვაკონტროლოთ ისინი და არ მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილი ინტერნეტში ყოფნით დახარჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოწყდებიან რეალურ ცხოვრებას, გახდებიან ჩაკეტილები, დაუზიანდებათ ნერვული სისტემა. თუ მათ ეს პრობლემა ბავშვობიდანვე გაუჩნდებათ მისი მოგვერება დროთა განმავლობაში გართულდება და შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდეც მივიდეთ. ის ეფექტი რასაც გაუცხვოება იწვევს, ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, მას არ აქვს ურთიერთობა გარშემომყოფებთან, ჩაკეტილია საკუთარ თავში, ცდილობს ყოველთვის მარტო იყოს, აღარ ესმის ახლობლებისა და მეგობრების, ჰგონია რომ ირგვლივ ყველაფერი უაზრობაა და ერთადერთი რამ რაც ასეთ ადამიანს აბედნიერებს კომპიუტერია. ეს ხომ საშინელებაა?! რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო არც თუ ცოტაა, მათ დახმარება და თანადგომა სჭირდებათ, პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალისტების, ფსიქოლოგების ჩარევა, მათ გარეშე შეუძლებელია იმ ფსიქიკური დაზაიანებების აღმოფხვრა, რომლებიც ”დაავადებულებს” ესაჭიროებათ. რაოდენ რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს ასეთი პიროვნებები მართლაც რომ დაავადებულნი არიან, ეს 21-ე საუკინის დაავადებაა, რომელიც დღითიდღე უარესდება. თანამედროვე ტექნოლოგიები არ უნდა გამოვიყენოთ არაკეთილსინდისიერად, არ უნდა დავკარდოთ ფუჭად დრო და რაც მთავარი არ შევუქმნათ საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობას, თუ თითოეული ჩვენგანი გაიაზრებს ამას და შეეცდება მაინც რომ შეცვალოს რამე, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თანადგომით და ერთიანობით ყველა პრობლემა მოგვარდება.

0
3886
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე
3886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0