x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ინგლისელმა მეცნიერებმა ჯეკი მფატრავის ვინაობა დაადგინეს
image

















როგორც ჩანს ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ბურუსით მოსული სერიული მკვლელის ვინაობა.


მეცნიერები ლივერპულიდან სრულიად დამაჯერებლად აცხადებენ, რომ დნმ-ს ანალიზის მეშვეობით დაადგინეს ლეგენდარული სერიული მკვლელის ვინაობა, რომელიც სისხლიან აჩეხვებს აწყობდა ლონდონში ისტ-ენდზე 1888 წელს.

ბიზნესმენი რასელ ედვარდსი ამბობს, რომ "სრულიად დამაჯერებლად, კატეგორიულად და აბსოლუტურად" შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მკვლელი იყო 23 წლის პოლონელი ემიგრანტი აარონ კოსმინსკი. იგი აქამდეც იყო ეჭვმიტანილთა სიაში, თუმცა მისი ბრალეულობის დამტკიცება სკოტლანდ -იარდმა ვერ შეძლო.



მეცნიერებმა დნმ-ს ნიმუში აიღეს შალის ნაჭრიდან, რომელიც მიეკუთვნებოდა მკვლელის ერთ-ერთ მსხვერპლს ეკატერინე ედოუზს.


2007 წელს ეს ნაჭერი ბიზნესმენმა რასელ ედვარდსმა ბერი-სენტ- ედმუნდსის აუქციონზე შეიძინა.


ბიოლოგიის დოქტორი იარი ლოუჰელაინელი აცხადებს, რომ 14 წელი მუშაობდნენ დნმ-ს ანალიზებზე და ამჟამად საბოლოოდ ამოხსენს საიდუმლო, რომელიც როგორც ეგონათ სამუდამო მითად იყო ქცეული.


ჯეკმა მფატრავმა მოკლა მინიმუმ ხუთი ქალი, აჭრიდა ყელს, აცლიდა შიდა ორგანოებს და ასე ტოვებდა Whitechapel-ის ვიწრო ქუჩებში.


ხანგრძლივი მუშაობის შემდგომ მეცნიერებმა დნმ-ს ანალიზის უამრავი შედარება მოხდინეს, როგორც მსხვერპლის, ასევე სავარუდო დამნაშავეების მემკვიდრე ნათესავებზე.

დნმ-ს ანალიზი კამინსკის ნათესავებისას დაემთხვა.

"როდესაც სიმართლე გაირკვა, ეს იყო ყველაზე საოცარი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში"-აცხადებს ლოუჰელაინელი.


თუმცა ზოგიერთ მეცნიერს ეჭვი ეპარება მტკიცებულების სისწორეში.მაგალითად რიჩარდ კობი აცხადებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ნაჭერს უამარავი ადამიანი შეეხო, ასე ორ დნმ-ს ანალიზი ნაკლებად საიმედოა.


აარონ კოსმინსკი პარიკმახერად მუშაობდა Whitechapel-ის ქუჩაზე და იქვე ახლოში ცხოვრობდა იმ ადგილას, სადაც მისი მესამე მსხვერპლი ელიზაბეტ სტრაიდი იპოვეს.


კოსმინსკი იმ 6 ძირითად ეჭვმიტანილთა სიაში იყო, რომელსაც 126 წლის განმავლობაში სკოტლანდ-იარდი დამნაშავედ მიიჩნევდა.

image

2
224
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
2014, 8 სექტემბერი, 15:12
ეგ ბუნებრივია...არა მარტო მაგაზე საერთოდ..ადამიანის ქვეცნობიერებაში დევს ეგ..
2014, 8 სექტემბერი, 14:56
საინტერესოა თუმცა იდუმალებით მოცული უფრო საინტერესოა ვიდრე იმიც ცოდნა თუ ვინ იყო
0 1 2