x
image
worldsport.ge
დეფო ინგლისში დაბრუნებას აპირებს

imageბრიტანული მედიის ცნობით, კანადური "ტორონტოს" 31 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ჟერმენ დეფო, ინგლისში დაბრუნებას აპირებს.
2015 წლის იანვარში დეფო თავისუფალი აგენტი ხდება. ინგლისელს პრემიერლიგის კლუბები "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "ლესტერი” იწვევენ.
გადაჭრით იმის თქმა, თუ სად გააგრძელებს დეფო კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. კანადელებს დეფო 2014 წლის თებერვალში "ტოტენჰემიდან" შეუერთდა. "ტორონტოს" მაისურით მან 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0