x
image
akkai
სიმინდის კუნძული ( გიორგი ოვაშვილი) ოსკარის ნომინაციაზე

ოსკარის საუკეტთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ამერიკის კინოაკადემიას ქართულმა მხარემ წარუდგინა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი "სიმინდის კუნძული" ფილმი ქართულმა მხარემ 4 ფილმს შორის აარჩია.

თავის მხრივ ამერიკის კინოაკადემია განიხილავს ყველა წარდგენილ ფილმს და 9 ოქტომბერს გამოაქვეყნებს იმ ფილმების "შორტ ლისტს" რომლებიც ყველა კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილი.

მოხვდება თუ არა ქართული ფილმი ოსკარის ნომინანტთა სიაში, სწორედ ამ დღეს გაირკვევა.

ფილმი გადაღებულია ტყიბულის წყალსაცავზე, სპეციალურად შექმნილ დეკორატიულ კუნძულზე.


"სიმინდის კუნძული" არის ფსიქოლოგიური დრამა, ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზღვარზე მდებარე კუნძულზე, რომელზეც ცხოვრობენ მოხუცი ბაბუა და მისი 16 წლის შვილიშვილი.კუნძულზე გამოჩენილი ქართველი მესაზღვრე მოულოდნელად არვევს ბაბუა და შვილიშვილის ყოველდღიურ ცხოვრებას.


image



0
130
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:akkai
akkai
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0