x
image
worldsport.ge
ჯერარდი ჩემპიონთა ლიგის დაწყებას ელის

image“ლივერპულის” ცოცხალი ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, “წითლების” ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ელის.
“როცა შენ ჩემპიონთა ლიგას უყურებ და არ ხარ ჩართული, შური და ეჭვი გამოძრავებს სხვა მოთამაშეების მიმართ, რომლებიც მოედანზე არიან და ჩემპიონთა ლიგის მუსიკას უსმენენ ცოცხლად.
იმის გამო, რომ წინა წლებში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება მაქვს, სასოწარკვეთილი ვიყავი, ლიგაზე უასპარეზობის გამო. მოუთმენლად ველი ტურნირის დაწყებას”. – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.
ჩემპიონთა ლიგა სტარტს 16 სექტემბერს აიღებს. “ლივერპული” შინ “ლუდოგორეცს” მიიღებს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0