x
image
worldsport.ge
ჩერჩის მომხიბვლელი და თამამი გულისსწორი

imageიტალიიდან ესპანეთში გადაბარგებული აპენინელი თავდამსხმელის, ალესიო ჩერჩის სატრფო, ცნობილი იტალიელი მოდელი, ფედერიკა რიკარდი ამბობს, რომ თავის გულისსწორს ესპანეთშიც გაჰყვება და დიდი იმედი აქვს, რომ ევროპის ღია საზღვრების გათვალისწინებით, პირინეაზეც კარგად მოახერხებს თავის დამკვიდრებას.
ფედერიკა იტალიელ ფეხბურთელთა ცნობილ და თვალისათვის საამოდ საცქერ ცოლ-საცოლეებს შორისაც კი მეტად გამორჩეული ქალია, რადგან იგი არამხოლოდ თამამი ქცევით გამოირჩევა, არამედ თავისი პირადი ცხოვრების დეტალების ჟურნალისტებისათვის გამხელაც ძალიან უყვარს.
დაახლოებით 2 თვის წინ, ალესიო ჩერჩის სატრფომ მოაღო პირი და ჟურნალისტებს ლამის დეტალურად მოუყვა მასსა და “ტორინოს” აწუკვე ყოფილ ფეხბურთელს შორის მომხდარი ხვანხვალი, რაც სავარაუდოდ ალბათ არ მოეწონებოდა ალესიოს, მაგრამ ხომ გაგიგიათ: ”ვისაც მურაბა უყვარს, არაყიც იმან დალიოსო”...

www.worldsport.ge

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0