x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 ბრძენი ებრაელი იმის შესახებ, თუ რატომ არის ყველაფერი ცუდად

image

ებრაელთა სიბრძნისა და გამჭრიახობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. დღემდე, თითქმის ყველა სფეროში, ამ ეროვნების წარმომადგენლები განთქმულნი და ცნობილები არიან, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულნი. საოცარია, მაგრამ
ის დიდი ადამიანები, რომლებმაც ესა თუ ის დიდი ეპოქა შექმნეს, სწორედ ებრაელები იყვნენ.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ცნობილი და ბრძენი ებრაელის გამონათქვამს იმის შესახებ, თუ რატომ არის ყველაფერი ცუდად.

პირველმა ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით შუბლზე მიუთითა. ეს იყო მოსე.


მეორე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით გულზე მიუთითა. ეს იყო იესო.


მესამე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით ჯიბეზე მიუთითა. ეს იყო მარქსი.


მეოთხე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით ქამრის ქვემოთ მიუთითა. ეს იყო ზიგმუნდ ფროიდი.


მეხუთე ბრძენმა ებრაელმა კი თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი არც ისე ცუდად აქვთ, რადგან ყველაფერი ფარდობითია. ეს იყო ალბერტ აინშტაინი.


2
1818
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1818
  
2014, 4 სექტემბერი, 22:50
ფროიდი ჩემთვის მომაბეზრებელი და არასერიოზულია თავისი უაზრო შეხედულებებით! მარტო ამ გამონათქვამს არ ვგულისხმობ, სულ მსგავს სისულელეებს აფრქვევს თავის ნაწერებში ხშირშემთხვევაში!
2014, 4 სექტემბერი, 20:15
ბოლო 2 ღიმილის მომგვრელია
0 1 2