x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
შოკოლადის უმარტივესი ორცხობილები
image

ინგრედიენტები:


2 კვერცხი

60 გ. კარაქი


70 გ. ფქვილი

120 გ. შაქარი

200 გ. შავი შოკოლადი

1 გ. გამაფხვიერებელი

200 გ. შოკოლადის ჩიპსები


მომზადება:


შოკოლადი გავალღოთ ორთქლზე, დავამატოთ დაჭრილი კარაქი. ვურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი და დავამატოთ გამლღვალ შოკოლადს. მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, თანდათან ჩავასხათ შოკოლადის მასა, კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ შოკოლადის ჩიპსები და ისევ კარგად ავურიოთ. მიღებული მასა შევდგათ ნახევარი საათით მაცივარში.


მაცივრიდან გამოღების შემდეგ კოვზით დავდოთ თითო ულუფა ცხიმწასმულ ყალიბზე და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 13 წთ. ორცხობილები არ უნდა იყოს ზედმეტად გამომშრალი. დაველოდოთ სანამ გაგრილდება და გემრიელად მივირთვათ.


0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0