x
image
worldsport.ge
გაკაპიტნებულმა რუნიმ ოუენს გაასწრო

imageნორვეგიის ნაკრებთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩში გატანილი ერთადერთი ბურთის ავტორმა უენი რუნიმ, ინგლისის ეროვნულ გუნდში თავისი მონაგარი 41 გოლამდე გაზარდა. ამის შესახებ შკყ შპორტს-ი იუწყება.
რუნიმ ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მაიკლ ოუენს (40 გოლი) გაასწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ჯერჯერობით პირველი ადგილი კვლავ ბობი ჩარლტონს (49) უკავია, მეორე პოზიციაზე გარი ლინეკერია (48), ხოლო მესამეზე – ჯიმი გრივსი (44).
რუნი, რომელმაც ინგლისის ნაკრებს უკაპიტნა, “უემბლიზე” გამართულ შეხვედრაში თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ რუნი ინგლისის ნაკრების ახალი კაპიტანია.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0