x
image
worldsport.ge
როხოს ცოლმა “ყვითელი“ მედია დააინტერესა

imageინგლისელი “ყვითელი“ ჟურნალისტი იმის “ყვითელი“ ჟურნალისტია, რომ სადაც კი რაიმე სათავისოს ნახავს, ყველაფერს მთელს მსოფლიოს მოსდებს და ლუკმა-პურსაც ამით შოულობს. ჰოდა, ბრიტანელ ტაბლოდებს აბა როგორ გამორჩებოდათ “მანჩესტერში“ ახლახანს გადაბარგებული არგენტინელი მცველის, მარკოს როხოს მშვენიერი ცოლი, ევგენია ლუსადრო?!
ევგენია თურმე ფოტომოდელობით ყოფილა დაინტერესებული და არგენტინაში რამდენიმე სტუდისთანაც თანამშრომლობდა. ახლა ინგლისელებს აინტერესებთ, გააგრძელებს თუ არა იგი ბრიტანეთში კამერის წინ პოზიორობას და აუშლის თუ არა საღერღელს ინგლისელ მამრებს.
მარკოს როხოს ცოლის ამბიციებისთვის ახლა ნამდვილად არ სცხელა, რადგან თავისი პრობლემებიც უხვად აქვს. მას პირველ ყოვლისა მანჩესტერულ კლუბში აქვს თავისი კლასი დასამტკიცებელი. ბოლოს და ბოლოს, ასეთ დიდ გრანდში მოხვედრა პატარა ამბავი ხომ არაა...


www.worldsport.ge

0
492
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0