x
image
worldsport.ge
“კლუჟის” პრეზიდენტი: “ჭანტურია მჭირდება”

imageრუმინეთის “კლუჟის” პრეზიდენტმა ლულიუ მურეშანმა დაადასტურა, რომ “ვერონადან” გიორგი ჭანტურიას ერთწლიანი იჯარით გადაყვანის თაობაზე იტალიელებთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს.
“ჭანტურიას საკითხს მართლაც განვიხილავთ. ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც მოედანზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია. ეს ფეხბურთელი მჭირდება” – იუწყება მურეშანის სიტყვებს რუმინული ინტერნეტპორტალი stiridesport.ro.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ჭანტურიას “კლუჟში” დაბრუნება გადაწყვეტილია. “ვერონა” 21 წლის ფეხბურთელს რუმინულ კლუბში იმიტომ უშვებს, რომ ტრავმის შემდეგ, მან ფიზიკური ფორმა აღიდგინოს, რომელიც იტალიის სერია A-ში თამაშის საშუალებას მისცემს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0