x
image
worldsport.ge
ნეგრედო: “ვალენსია” იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია”

imageსამშაბათ საღამოს, “მესტალიაზე” ალვარო ნეგრედოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 14 000 გულშემატკივარი დაესწრო.
პრეზენტაციის დასრულებისთავე, ნეგრედო “ვალენსიას” ფეხბურთელის რანგში პირველად წარდგა ჟურნალისტებთან და ესაუბრა მათ.
“გმადლობთ, თბილი მიღებისთვის. მოხარული ვარ აქ ყოფნით. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევთ, რადგან მშვენიერი გუნდი გვყავს და გვაქვს ხალხის დიდი სიყვარული, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი კლუბის მაღალ პოზიციებზე ყოფნას. ჩვენ ვაპირებთ, “ვალენსია” იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ გულით, ჩემთვის აქ ყოფნა წარმატებაა, ამუნტ “ვალენსია”. – განაცხადა პრესკონფერენციაზე “ლოს ჩეს” ახალწვეულმა.

ირაკლი ალიმბარაშვილი
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0