x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"ჰობიტების სახლი" – უელსელი ბომჟის მიერ ხორცშესხმული იდეა
ერთ უელსელ მამაკაცს- სამუელ დეილს მოწყინდა ბომჟივით ცხოვრება და აქეთ-იქეთ წანწალი და გადაწყვიტა საკუთარი საცხოვრებელი სახლი შეეძინა, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ დეილს თავისი დანაზოგი ქალაქგარეთ ერთი უბრალო ოთახის საყიდლადაც კი არ ეყოფოდა. მაშინ მას გაახსენდა, თუ როგორ ნახა ერთხელ კინოში "ბეჭდების მბრძანებელი" და როგორ მოიხიბლა ჰობიტების საცხოვრებელი სახლებით. დეილს აზრად მოუვიდა ხორცი შეესხა ამ იდეისათვის და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა სახლის აშენებას.


image


მიუხედევად იმისა, რომ დევიდს მშენებლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, მეგობრების, ნაჯახისა და ნიჩბის დახმარებით ოთხ თვეში აი ასეთი ეგზოტიკური სახლი ააგო.


image



სახლის აშენებაზე სულ დაიხარჯა 4900 დოლარი, 4 თვე და 1000-1500 სამუშაო საათი.


image


სახლის ასაშენებლად საძირკველისათვის საჭირო ორმო პირდაპირ ფერდობზე გამოთხარეს. საძირკველის გათხრის დროს ნაპოვნი ქვები გამოყენებული იქნა ძირითადი საყრდენი კედლების ასაშენებლად, საჭირო ხის მასალას ტყეში ჭრიდნენ, ხოლო იატაკის, კედლების და სახურავისათვის საჭირო თბოსაიზოლაციო მასალად თივას იყენებდნენ.


image


სახლის ასაშენებლად საჭირო პროექტი ინტერნეტში იქნა მოძიებული.


image


ასე აგებდნენ დევიდი და მისი მეგობრები საძირკველს.


image


მომავალი სახლის კარკასი მუხისაგან.


imageimage


სახლს აქვს ბუნებრივი მაცივარი - სარდაფი, სადაც მუდამ ცივა. წყალი შემოიყვანეს ახლომდებარე წყაროდან, მზის ბატარეები გამოიმუშავებენ ენერგიას, რომელიც საკმარისია სახლის გასანათებლად, პატარა მუსიკალური ცენტრის და კომპიუტერის ასამუშავებლად. დღისით შუქი შემოდის სახურავში დატნეული სარკმლებიდან.


image


კიდევ ერთი ვარიანტი საღამოს საათებში "ჰობიტების სახლის " გასანათებლად - სანთლები: საოცრად ლამაზი და რომანტიულია.


image


სახლის გასათბობად ზამთარში გამოიყენება შეშის ბუხარი. საკვამური მილი გადის უზარმაზარი ქვაში, რომელიც თბება და მთელი დღის განმავლობაში გადასცემს სახლს სითბოს.


image


აი ასეთი ლამაზი, ეგზოტიკური და ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენეს დევიდმა და მისმა მეგობრებმა. ნამდვილად სასიამოვნო იქნება აქ ზაფხულის საღამოების გატარება.


imageimageimage


6
444
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
444
  
2014, 4 სექტემბერი, 10:41
კი, ეგ მართალია, თან არცისე ცუდი არ ჩანს როგორც სახლი საზაფხულოდ.
2014, 3 სექტემბერი, 12:35
მეც ეგ გავიფიქრე, როცა ვნახე ეგ სახლი, მაგრამ რას იზამ, როცა სხვაგან წასასვლელი არ გაქვს... ქუჩაში ძილს ნამდვილად ჯობია:)
2014, 3 სექტემბერი, 12:30
ვითომ სასიამოვნო იქნება მანდ ცხოვრება მწერებთან და ქვეწარმავლებთან ერთად? არამგონია
2014, 2 სექტემბერი, 19:54
საკალელი სახლუნაა, მომეწონა
2014, 2 სექტემბერი, 19:49
მართლაც მაგარია :P
2014, 2 სექტემბერი, 19:47
მეც მინდააა
0 1 6