x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა როლს ასრულებს განათლება

ძნელია, თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება განათლების გარეშე წარმოვიდგინოთ.ვიცით, რომ "ცოდნა-ძალაა" და ამ ძალას მოკლებული ადამიანი უძლური იქნება ორიენტირება იპოვოს წინააღმდეგობებით აღსავსე XXI საუკუნეში.

საინტერესოა, რა ფუნქცია აკისრია განათლებას. გარდა იმისა, რომ განათლება ადამიანის სოციალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სოციოლოგ ემილი დიურკემის მიხედვით, განათლების მთავარი ფუნქცია დომინანტი კულტურის ღირებულებების გადაცემაა, მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებულ საზოგადოებაში კულტურული მიზნები და ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისაგან, განათლების მნიშვნელობაც განსხვავებულია.მაგ. შუა საუკუნეებში, ევროპაში, მთავარი ყურადღება ქრისტიანულ სწავლებას ეთმობოდა, რენესანსის ეპოქა ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი გაზრდილი ინტერესით გამოირჩეოდა.დღეს განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის სოციალიზაციის გარდა კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, ინფორმაციისა და ცალკეულ გამოცდილებათა თავმოყრაა.

image



არავისთვის იქნება უცხო თუ ვიტყვი, რომ განათლებას ყველაზე ხშირად სკოლასთან აიგივებენ.სკოლა ისეთ ინსტიტუტად განიხილება, სადაც ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, განათლების სოციოლოგიის საგანი სწავლა და სასწავლო დაწესებულებებია.

პიროვნების აქტიური სოციალიზაციის პროცესი მაინც სკოლაში მიმდინარეობს.აღზრდა-განათლება მძლავრი სოციალური მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ადამიანის სოციალიზაცია. სოციალიზაცია ასწავლის ბავშვს როგორ მოიქცეს, რა აკეთოს იმისთვის, რომ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ადამიანი ადამიანად არ იბადება, ის აღზრდის პროცესში გადაიქცევა ადამიანად.აღზრდისა და განათლების საშუალებით ხდება ადამიანი საზოგადოებრივი არსება, ამიტომ განათლების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების არსებობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა აძლევს ბავშვს იმ უნარ-ჩვევებს, რასაც ვერც ერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი და სასწავლო დაწესებულება ვერ მისცემს, ამიტომ გამართლებულია განათლების სოციოლოგიის საგნად სკოლისა და სასწავლო პროცესის მიჩნევა.სკოლის მერხიდან უკვე განსაზღვრულია ბავშვის ადგილი საზოგადოებაში.თუ ადრე ელიტურ საზოგადოებას ქონება და წარმოშობა განაპირობებდა, დღეს ამ საზოგადოებას განათლება და კვალიფიკაცია ქმნის.სწორედ, ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ განათლება ნელ-ნელა უფრო დაფასებული ხდება. უმრავლესობა განათლებისაკენ მიისწრაფვის, რადგან იციან, რომ თანამედროვე სამყაროში განათლების გარეშე საკუთარ თავს ვერ იპოვნიან.განათლება ადამიანს ეხმარება, რომ სწორი ორიენტაცია დაიჭიროს ცხოვრებაში და მიყვეს იმ გზას, რომელიც დაეხმარება უკეთეს ცხოვრებაში.

ბოლოს მინდა შევეხო განათლების სოციოლოგიის საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმ საკითხებთან, რომლებიც ზემოთ ვახსენე.საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სოციოლოგიური განათლების საკითხი.ჩვენ უნდა შეგვძლოს განათლების საზოგადოებასთან დაკავშირება და მათი ერთად განხილვა, რადგან ეს ანალიზის უკეთეს საშუალებას მოგვცემს.მეცნიერება "სოციოლოგია" ვერ იტანს დოგმატურ აზროვნებას, ამიტომ იგი თავის რეალიზაციას დემოკრატიულ ქვეყნებში პოულობს. თუ ჩვენ ჯერ ვერ გაგვიაზრებია ეს მეცნიერება და ჩვენს ქვეყანას ჯერ არ სჭირდება განათლების სოციოლოგია და იმ არსის გაგება რასაც ეს მეცნიერება ატარებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ბოლომდე არ გათავისუფლებულა დოგმატური აზროვნებისგან.

0
4503
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო წითლანაძე
სოფიკო წითლანაძე
4503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0