x
image
worldsport.ge
სარას პიპოს წარმატებები ახარებს

imageიტალიური “მილანის” მწვრთნელისა და ჭეშმარიტად ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის – ფილიპო ინძაგის პოპულარობა მის სამშობლოში დღითიდღე იზრდება. ეს პოპულარობა პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ინძაგის გაწვრთნილი “მილანის” კარგი თამაშის დამსახურებაა.
გაზეთები თუ ტელევიზიები გამუდმებულად საუბრობენ ინძაგიზე, არის ინტერვიუებზე სირბილი და ერთი ამბავი... ერთ-ერთმა იტალიურმა “ყვითელმა” ჟურნალმა კი, აქაოდა მეც ვიცი რაღაც-რაღაცეებიო, პატარა ინტერვიუ, პიპოს ყოფილ ცოლთან, იტალიელ მოდელ სარა ტომაზისთან ჩაწერა.
ინძაგის შხვართი ნაცოლარი ამბობს, რომ მას (მიუხედავად იმისა, რომ ინძაგის სკანდალურად დაშორდა) ძალიან უხარია ყოფილი ქმრის ბოლოდროინდელი ასეთი პოპულარობა და პიპოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს უსურვებს. სარას გული ამჟამად თავისუფალია და ეგებ ინძაგისთან დაბრუნებას ესწრაფვის? ვინ იცის...
www.worldsport.ge

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0