x
image
worldsport.ge
“ბარნლიმ” ჯორჯ ბოიდი შეიძინა

imageშოტლანდიელი ნახევარმცველი ჯორჯ ბოიდი “ჰალ სიტიდან” პრემიერლიგაში ახალ გადმოსულ “ბარნლიში” გადაბარგდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს. სატრანსფერო თანხას “ბარნლის” ოფიციალურმა საიტმა გაუხმაურებელი უწოდა, თუმცა “ბიბისის” ინფორმაციით, სტივ ბრიუსის გუნდმა ჯორჯის სანაცვლოდ 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიიღო.
ბოიდის ტრანსფერს გამოეხმაურა სტივ ბრიუსი. ინგლისელმა სპეციალისტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და შოტლანდიელს წარმატებები უსურვა.
“ჯორჯს წარმატებებს ვუსურვებ. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ბოიდის მსგავსი პროფესიონალიზმი, საქმისადმი მიდგომა ყველა მოთამაშეს რომ ახასიათებდეს, ჩემი საქმიანობა ასეთი რთული აღარ იქნებოდა” – აღნიშნა “ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა.
ცაცია შოტლანდიელის დებიუტი ინგლისურ პრემიერლიგაში სწორედ “ჰალ სიტის” მაისურით შედგა. გასულ სეზონში ბოიდმა პრემიერლიგის 29 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ ბოიდს საკუთარი ქვეყნის არც ერთ კლუბში არ უთამაშია. მთელი კარიერა ინგლისურ გუნდებში დაჰყო, ხოლო გასულ სეზონში გორდონ სტრაჩანმა ეროვნულ ნაკრებში პირველად ათამაშა.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0