x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მორგში გაცოცხლებული მამაკაცი ირწმუნება,რომ წმინდანმა გადაარჩინა
imageმედიკოსებმა დააფიქსირეს 54 წლის ბრაზილელი ველდულესიო გონსალესის სიკვდილი და მორგში გადაიყვანეს, თუმცა როდესაც ნათესავები გვამის წასაღებად მივიდნენ აღმოჩნდა, რომ ტომარაში ჩადებული მიცვალებული ინძრეოდა.


"მორგის თანამშრომლებმა მაჩვენეს ის ტომარა, რომელშიც ჩემი ძმის გვამი იდო, როდესაც მივუახლოვდი შევამჩნიე, რომ ტომრის ზედა ნაწილი ზემოთ ირხეოდა, თითქოს ჩემი ძმა სუნთქავდა"-განაცხადა ველდილესიოს ძმამ.


როგორც Daily mail-ი იუწყება მამაკაცი კუჭის კიბოს მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას გაუძნელდა სუნთქვა, ნათესავებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.მეორე დილით ოჯახს აცნობეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა.


თვითონ საიქიოდან მობრუნებულ მამაკაცს საუბარი არ შეუძლია, თუმცა დაწერა წერილი სადაც იუწყება, რომ იგი გადაარჩინა წმინდა ირმა დულსიემ(Irma Dulce), ფრანცისკანულმა მონაზონმა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ბრაზილიაში.


"გამომეცხადა წმინდა ირმა. მისი ღვთიური ნათების ხილვისას ქვითინი დავიწყე, ვევედრებოდი გადავერჩინე, და ირმამ ეს გააკეთა."image


































თუმცა ადგილობრივ ჯანდაცვის დეპარტამენტს მსგავსი ზღაპრების არ სჯერა და ექიმებს მოუწევთ ახსნა, თუ როგორ მოხვდა ცოცხალი ადამიანი მორგში.გონსალესის მკურნალი ექიმისგან უკვე გამოითხოვეს ავადმყოფის ისტორია.


აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბრაზილიაში, როდესაც მიცვალებული "გაცოცხლდა."

მსგავსი ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ პატარა გოგონას შეემთხვა.ექიმებმა მისი სიკვდილის კონსტანტირება მოახდინეს, თუმცა გოგონამ სამი საათის შემდეგ სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა.

0
151
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0