x
image
worldsport.ge
ჰიდინკს საკადრო პრობლემები აქვს

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გუს ჰიდინკს საკადრო პრობლემები აქვს. "ნარინჯისფერებს" მომდევნო მატჩებში არიენ რობენი, კლას-იან ჰუნტელაარი და ნაკრებში დაბრუნებული რაფაელ ვან დერ ვაარტი ვერ დაეხმარებათ.
"ბაიერნის" ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო პრეცესს გადის, ისევე როგორც, "ჰამბურგის" ნახევარმცველი, რომელსაც ფეხის კუნთები აქვს დაჭიმული. "შალკეს" თავდამსხმელი კი, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ავადაა და სავარაუდოდ, მისი თამაში გამორიცხულია. ჰოლანდიელთა თავკაცმა გუს ჰიდინკმა, ნაკრებში პსვ-ს თავდამსხმელი ნარსინგი გამოიძახა.
ჰოლანდიელები 4 სექტემბერს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთის დამარცხებას შეეცდებიან.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0