x
image
worldsport.ge
“ფიორენტინამ” ახალგაზრდა მცველი გაიფორმა

imageიტალიურმა “ფიორენტინამ” და ხორვატულმა “რიეკამ” შეთანხმებას მიაღწიეს და 18 წლის მცველი, რიკარდო ბაგადური, კარიერას იტალიაში განაგრძობს – იუწყება “იების” ოფიციალური ვებგვერდი.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
ბაგადური ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და სამშობლოში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მცველი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა – 189 სანტიმეტრია და 87 კილოგრამს იწონის.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0