x
image
მანჩო 777
მკვლელი-ნივთები, ანუ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"
საყოველთაოდ გავრცელებულია ის აზრი, რომ საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება სილამაზის გამო XXI საუკუნის ტენდენციაა, თუმცა გვავიწყდება, რომ ქალებს მე-20 საუკუნის ბოლო წლებამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაწოლილიყვნენ პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ, რათა პირველი ზომა მკერდი მესამე გაეხადათ და ჩამოკიდებული მუცლიდან ზედმეტი ქონი მოეცილებინათ. მიუხედავად ამისა, ქალები ყოველთვის იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებებს სხეულის გასალამაზებლად, რითაც ხშირ შემთხვევაში დიდ ზიანს აყენებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. მათ ამაში სხვადასხვა საგნები ეხმარებოდათ, რომლების გარეშე მაშინდელი მაღალი წრის ქალბატონების ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი საგანი, რომელთაც წინა საუკუნეებში იყენებდნენ ქალები და რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "მკვლელი ნივთები".


image




კორსეტი, რომელსაც შეეძლო ქალი უჰაერობის გამო გაეგუდა


image


მანამ, სანამ XX საუკუნის დასაწყისში პოლ პუარემ და კოკო შანელმა ქალები საბოლოოდ იხსნეს კორსეტისაგან, მან არაერთ ევროპელ ქალს მიაყენა ზიანი. სილამაზის გაგება ყოველთვის სხვადასხვაგვარი იყო: თუ ამჟამად წელის იდეალურ გარშემოწერილობად 60 სმ ითვლება, XIX საუკუნის ბოლო წლებამდე ეს პარამეტრი 33-35 სმ-ის ფარგლებში მერყეობდა. იმ დროს ქალებისათვის მისაბაძ პიროვნებად ფრანგი მომღერალი პოლინ პოლერი ითვლებოდა, რომელსაც ზუსტად 33 სმ გარშემოწერილობის წელი ჰქონდა.

რა თქმა უნდა, თანამედროვეობასაც ჰყავს თავისი პოლინ პირელები- მაგალითად, დიტა ფონ ტიზმა წელის გარშემოწერილობის დასაპატარავებლად ოპერაცია გაიკეთა და ორი ნეკნი ამოიღო. მაგრამ წინა საუკუნეების ქალები, რომლებისთვისაც პლასტიკური ქირურგია მიუწვდომელი იყო, ძალიან დიდ ტანჯვას განიცდიდდნენ ამ სულელური მიბაძვების გამო. მათთვის ერთადერთი გამოსავალი კორსეტის ტარება იყო. ბევრი მათგანი შინაგანი ორგანოების დაავადებით იტანჯებოდა, უპატარავდებოდათ ფილტვები და ამის გამო უჭირდათ სუნთქვა, ზოგ ქალს შვილის გაჩენის უნარიც კი ეკარგებოდა. თქვენ ალბათ გეგონათ, რომ მაშინ ქალები სასუნთქებელ მარილს მხოლოდ მოდის გამო ატარებდნენ... სულაც არა, მათ მოჭერილი კორსეტის ტარებისაგან სული ეხუთებოდათ და ხშირად მისდიოდათ გული. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ მათ ეს მარილი, რომელიც მუდამ ედოთ ჩანთაში.



უმარილი, პუდრი და დეპილაციის საშუალებები


image


ძველ დროში ქალების სახე ტანზე ნაკლებად როდი იტანჯებოდა. კრაზანასავით წვრილ წელთან ერთად XVII-XVIII საუკუნეებში სილამაზის მთავარ ეტალონად ითვლებოდა ფერმკრთალი სახის ფერი. ტონალური კრემები იმ დროს არ არსებობდა, სამაგიეროდ არსებობდა უმარული, დარიშხანი, ტყვია და ძმარი, რომლის ნარევსაც ხშირად სვამდნენ ქალები. მერე რა, რომ ხშირად კანი ჩირქოვანი წყლულებით იფარებოდა, სამაგიეროდ ის თოვლივით თეთრი იყო. შხამები შედიოდა აგრეთვე დეპილაციის საშუალებების შემადგენლობაში : ერთ - ერთ მათგანს დარიშხანი წარმოადგენდა. პიგმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის კი გამოიყენებოდა ისეთი ძლიერმოქმედი საწამლავი, როგორიცაა კალიუმის ციანიდი.



ზურმუხტისფერი ქსოვილი, რომელიც სხეულს წამლავდა


image


ტანსაცმლის და ინტერიერის ბრჭყვიალა ზურმუხტისფერს, რომელიც ძალიან პოპულარული იყიო ვიქტორიანულ ეპოქაში, ასევე დარიშხანის საშუალებით ღებულობდნენ. რა თქმა უნდა, იწამლებოდნენ არამარტო მაღალი წრის ქალბატონები, არამედ მკერავები და მქსოველებიც. ასეთ კაბაში გაოფლიანებაც კი საშიში იყო, გამოყოფილი ოფლი რეაქციაში შედიოდა დარიშხანთან და კანს წამლავდა.




კრინოლინები, რომლებიც ცოცხლად დაწვის საშიშროებას ქმნიდა


imageimage

კრინოლინები ძალიან პოპულარული იყო XIX საუკუნის ინგლისში. მხოლოდ 1860-1870 წლებში "კრინოლინის ხანძრისაგან" დაიღუპა 3000 ქალზე მეტი. ცეცხლმედეგი ქსოვილები ძალიან ულამაზო იყო და ამიტომ მათ არავინ არ ატარებდა. თუმცა გადმოცემის თანახმად, იყო ერთი შემთხვევა, როცა სწორედ კრინოლინმა იხსნა ქალი სიკვდილისაგან. 1885 წელს ჟურნალში The Times გამოქვეყნებული იქნა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ - ერთი ქალბატონი ხიდიდან გადავარდა და სწორედ კრინოლინმა იხსნა ის სიკვდილისაგან: ის პარაშუტივით გაიშალა და ქალი უვნებლად გადარჩა. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ცნობა...



ბელადონა და მელანი


image


იმისათვის, რომ თვალებისათვის ბრწყინვალება და გამომეტყველება მიენიჭებინათ, ქალები თვალებში იწვეთებდნენ ბელადონას ნაყენს და მელანს. ამ დროს თვალის გუგები ფართოვდებოდა და თვალები ბრწყინვას იწყებდა, მაგრამ ეს მეთოდი ხშირად იწვევდა ჰალუცინაციებს და სიბრმავეს. ზუსტად იგივე მიზნებისათვის ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა სურმის სულფიდი.




მკერდის გაკვრა მარლითა და ლითონის ფირფიტებით, რომელიც სარძევე ჯირკვლების დეფორმაცის და მის დაავადებებს იწვევდა


image


შუა საუკუნეებში ეკლესია მკაცრად იბრძოდა ყოველგვარი სილამაზის წინააღმდეგ, უწევდა რა პროპაგანდას ასექსუალურობას. რადგან იმდროინდელი ხელოვნება რელიგიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა, იმდროინდელ გრავიურებზე კარგად ჩანს სილამაზის ეტალონი. შუა საუკუნეების იდეალური ქალი გამოიყურებოდა ასე: მინიატურული ხელები და ფეხები, მაღალი შუბლი, მრგვალი მუცელი, ღია ფერის თმები, ბრტყელი მკერდი. იმისათვის, რომ მრგვალი ფორმები თვალში საცემი და შესამჩნევი არ ყოფილიყო, გოგონებს მკერდს ბავშვობის ასაკიდანვე გადაუხვევდნენ მარლითა და ლითონის ფირფიტებით, რაც მათ საშინელ ტკივილს ანიჭებდა და მკერდის გადაგვარებას იწვევდა.




პარიკები, რომლებიც მოწამვლით ინფექციებს იწვევდა


image


image


ХIV-ХVIII საუკუნეებში განსაკუთრებით პოპულარული იყო პარიკების ტარება. ხანდახან ისინი ისეთი უზარმაზარ ზომების იყო, რომ მასში მღრღნელებიც კი იბუდებდნენ. მათ იზიდავდათ ქონის სუნი, რომელიც წებოს მაგივრობას სწევდა პარიკის კონსტრუქციის თავზე დამაგრების დროს.




მამაკაცების ცილინდრები, რომლებიც ხშირად სასიკვდილო მოწამვლას იწვევდა


image


image


შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თავსაბურავებს ძირითადად აკეთებდნენ წავის ბეწვისაგან: ნაპოლეონისდრონდელი სამკუთხა ქუდები, ფრანგი შევალიეების ფართოფარფლიანი შლიაპები, ქალის საცხენოსნო კოპწია ქუდები, აპრეხილბოლოიანი შლიაპები და სხვა მრავალნაირი ქუდების ძირითად მასალას სწორედ ბეწვეული წარმოადგენდა. მაშინ ცოტა ვინმეს თუ მოუვიდოდა აზრად, რომ ასეთ მოდურ აქსესუარს შეეძლო მისი მფლობელის ნაადრევი სიკვდილი გამოეწვია. ამჯერად მსხვერპლი ძირითადად მამაკაცები იყვნენ. საქმე იმაშია, რომ ფეტრის დასამუშავებლად, რომლითაც ცილინდრებს კერავდნენ, ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა. ფიგურირებს აზრი, რომ შეშლილი მექუდე წიგნიდან "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" სწორედ ვერცხლისწყლის დაავადებით იტანჯებოდა.



ლოგიკური იქნებოდა ჩვენი მცირე ექსკურსი წარსულში დაგვესრულებინა იმ აზრით, რომ თანამედროვე პლასტიკური მედიცინა-ეს საოცრებაა და საუკეთესო გამოსავალია ფიგურის კორექციის საქმეში; ან პირიქით, შეიძლება გაგვიჩნდეს საპირისპირო აზრიც, რომ დარიშხანის კოსმეტიკაც კი არაფერია პლასტიკური ოპერაციის დროს გადატანილ ტანჯვასთან შედარებით. ფაქტი ერთია, რომ წახვიდე უაზრო რისკზე რაღაც გიჟური აკვიატების ან კომპლექსების გამო-ნამდვილად არ ღირს. ერთადერთი, რაც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ისაა, რომ სხეული ყველა ადამიანს ერთადერთი აქვს, მას ღმერთმა უბოძა ასეთი და ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ მას.

9
365
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
365
  
2014, 13 სექტემბერი, 21:55
მართალი ხარ:)
2014, 13 სექტემბერი, 21:16
ვაიმე,შანსი არაა თავი გავიმწარო იმის გამო,ვიღაცას მოვეწონო,არ მოვწონვარ და გვერდზე გაიხედონ,მე ი მომწონს ჩემი თავი:):)):
2014, 1 სექტემბერი, 19:49
მადლობა, გენაცვალე:)
2014, 1 სექტემბერი, 15:00
რატომაც არა, ხანდახან სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, უბრალოდ ყველაფერში ზომიერება და ზღვარია საჭირო. ძალიან საინტერესო სტატიაა ძალიან მომეწონა
2014, 30 აგვისტო, 22:08
:( რაც უნდათ იქ უქნიათ
2014, 30 აგვისტო, 22:07
სამწუხაროდ ბევრი ქალი დღEსაც ეგრე იქცევა
2014, 30 აგვისტო, 22:00
ეგეთი მსხვერპლი?:O
2014, 30 აგვისტო, 21:59
"სილამაზე მსხვერპ;ლს მოითხოვს":)
2014, 30 აგვისტო, 21:55
რა ძალაა ადგათ :)
0 1 9