x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გენდერული სტერეოტიპები

ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს გენდერული სტერეოტიპი
- რწმენები კაცებისა და ქალების შესახებ, რომელიც შეიცავს, როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს.


ქალი - თბილი, ემოციური, კეთილი, ზრდილობიანი, მგრძნობიარე,
დამყოლი, სუსტი, მეგობრული, მოდური, მშვიდი.


კაცი - კომპეტენტური, მტკიცე, ჯიუტი, უხეში, თავდაჯერებული,
ლიდერი, ძლიერი, სრულყოფილი, არა კონფორმული, აგრესიული.


როგორც ვხედავთ, ეს თვისებები ურთიერთსაპირისპიროა. მაგ, ქალები, ერთის მხრივ, დახასიათებულნი არიან, როგორც კეთილი, მზურნველი და ყურადღებიანი, მეორეს მხრივ - როგორც დამოკიდებული, სუსტი და მეტისმეტად ემოციური. საერთო ჯამში, ქალის პორტრეტი ასეთია - ძალიან თბილი, მაგრამ ნაკლებ კომპეტენტური (Fiske, Cuddy, Glick, & Xu, 2002). ასევე მამაკაცებიც ხასიათდებიან, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად - ერთის მხრივ, როგორც გაბედულნი, მტკიცე და სრულყოფილნი,
ასევე როგორც აგრესიულნი, უგრძნობნი და ამპარტავანნი. მამაკაცის ზოგადი პორტრეტი - იგი აღქმულია როგორც მაღალი კომპეტენციის, თუმცა ნაკლებ სოციალური უნარების მქონედ. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის მიმართ ადამიანები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილნი (Eagly and Mladinic (1994)). თუმცა, მიუხედავად
ამ სიმპატიისა, ქალისათვის მიწერილი თვისებები განაპირობებენ მის დაბალ სტატუსს, მამაკაცებთან შედარებით. ქალისათვის მიწერილი თვისებების მიხედვით, მას განიხილავენ უფრო საყრდენის,
დამხმარის პოზიციებზე, ვიდრე ლიდერის პოზიციებზე (Eagly & Sczesny, 2009). მკვეთრი ცვლილებები მოხდა სამუშაო ადგილებზე ქალების რაოდენობასთან დაკავშირებით: 1900 წელს 20%-დან 2005 წელს 59%-მდე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა
დასაქმებული იყო დაბალის სტატუსის და ანაზღაურების მქონე პოზიციებზე (Peterson & Runyan, 1993; Tomaskovic-Devey et al., 2006).





ე.წ. „შუშის ჭერი“ (რომ ქალებისთვის დაწინაურება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად განუხორციელებელი)


ქალები ზოგადად ნაკლებად არიან წარმოდგენილნი კორპორაციულ,
საზოგადო საქმიანობაში. ა.შ.შ-ში 500 კომპანიის დირექტორების მხოლოდ 1% არის ქალი და მხოლოდ 16% corporate officer. ასევე
პოლიტიკაშიც ძირითადი უმრავლესობა არიან მამაკაცები, ა.შ.შ-ს 2010 წლის არჩევნებში 36 ქალი შევიდა სენატში, 262 კონგრესში, 26 კი მიიღო თავისი შტატის გუბერნატორის პოზიცია, სასამართლოშიც დღესდღეობით ფიქსირდება ქალების ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი აქამდე ყოფილა, მთელი 33%.


მიუხედავად ასეთი წინსვლისა, კორპორაციებში ქალები მაინც იკავებენ საშუალო მენეჯერის პოზიციებს და არა მაღალ თანამდებობებს. ასეთი სიტუაციას, როდესაც ქალისათვის დაწინაურება რთულია ეწოდება „შუშის ჭერი“. როგორც კვლევებმა დაადასტურა, ტენდენცია „think manager-tink male“ კიდევ
არსებობს და ეს ხსნის „შუშის ჭერის“ ფენომენს. კერძოდ, „ტიპური მენეჯერის“ თვისებები ემთხვევა სტერეოტიპულად მამაკაცებისათვის მიწერილ „ტიპური მამაკაცის“ თვისებებს და სწორედ ეს განაპირობებს აღქმას იმისას, რომ თითქოს ქალებს ნაკლები უნარები აქვთ მეთაურის, ლიდერის შესაბამისი.


თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა მცირდება. Duehr and Bono (2006)-ს მიხედვით, „ტიპური ქალის“ თვისებებსა და „ტიპური ლიდერის“ თვისებებს შორის განსვლა საგრძნობლად შემცირდა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, უფრო და უფრო მეტი ქალის არის აღქმული პოლიტიკური ლიდერის როლში ისევე კომპეტენტურად, როგორც მამაკაცი.


მიუხედავად ამ ცვლილებისა, ქალები, ვინც გაარღვევენ ამ „შუშის ჭერს“ ხვდებიან უამრავ სირთულეს, ისინი ღებულობენ ნაკლებ ხელსაყრელ შედეგებს კარიერაში, ვიდრე მამაკაცები. ისინი ღებულობენ ნაკლებ დადებით შეფასებებს ხელქვეითებისაგან,
ვიდრე მამაკაცები, ერთნაირი შესრულების შემთხვევაშიც.


როდესაც ქალი არღვევს სტერეოტიპს მის მზრუნველ და თბილ ხასიათთან დაკავშირებით, და პირიქით, იქცევა, როგორც ტიპური ლიდერი, ასეთი ქალები მის ირგვლივ არსებული მასკულინური საზოგადოებისგან, ან თანამშრომლებისაგან, იღებენ მტრობას და უარყოფას. გენდერული სტერეოტიპების რღვევა ქალის სამუშაო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის ზოგიერთ მამაკაცს.


დღესდღეობით, მამაკაცებიც და ქალებიც აღიქვამენ მოახლოებულ გენდერული სტერეოტიპების რღვევის შედეგებს. ჩატარდა კვლევა, რომელშიც ერთი გენდერული ჯგუფის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ მიიღეს მაღალი მაჩვენებელი მეორე გენდერული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ტესტში და აღმოჩნდა, რომ ადამიანები
მალავდნენ თუ რომელი ტესტი გაიარეს წარმატებით (Rudman &
Fairchild, 2004). ასე რომ, მაინც დიდი მოთმინება და ძალისხმევა ჭირდება გენდერული სტერეოტიპების რღვევას.





„შუშის
კლდის“ ეფექტი (ქალის დანიშვნა ლიდერის ისეთ პოზიციაზე, რომელის არის სარისკო და მეტი შანსია წარუმატებლობის)


როდის აღწევენ ქალები მაღალი სტატუსის თანამდებობას, როდის ამსხვრევენ ისინი შუშის ჭერს?


Michelle Ryan and Alex Haslam წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ კრიზისის პერიოდი არის საუკეთესო დროს ქალის დაწინაურებისათვის, რაზეც უამრავი მაგალითი მეტყველებს, ქალებს აწინაურებენ მაშინ, როდესაც მდგომარეობა უარესობისკენ მიდის. მაგ. როდესაც 2008 წელს ა.შ.შ-ს ერთ-ერთ უმსხვილეს
ნავთობკომპანია სუნოკოში, ნავთობის აქციების ფასი დაეცა 52%-ით, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს ლინ ელსჰანსი
(Lynn Laverty Elsenhans), ქეით სწონი (Kate Swann) კი დაინიშნა გაყიდვების სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად, რაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. ასევე პოლიტიკაშიც - იოანა სიგარორდატირი (Johanna Siguroardottir) დაინიშნა პირველ პრემიერ მინისტრ ქალად ჩრ. ისლანდიაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეკონომიკამ განიცადა სრული მარცხი.





იმის გასარკვევად, რომ ეს მაგალითები უბრალო დამთხვევაა თუ ასახავენ რეალურად არსებულ ფენომენს, ჩატარდა კვლევა, Ryan and Haslam, რითიც დადასტურდა, რომ მართლაც ქალებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოხვდნენ ლიდერის პოზიციებზე და ასეც ხდება, როდესაც კომპანიაში არის კრიზისი და ლიდერობა არის მეტად სარისკო და დიდია შანსი წარუმატებლობის - სწორედ ამას ქვია „შუშის კლდის“ ეფექტი. მათ იკვლიეს ლონდონის კომპანიები და აღმოაჩინეს, რომ იმ კომპანიებში, რომლებიც განიცდიდნენ კრიზისს, იყო ტენდენცია, რომ დირექტორის პოზიციაზე მიეღოთ უფრო მეტად ქალები და იმ კომპანიებში, რომლებშიც არ იყო კრიზი, არ შეიმჩნეოდა ეს ტენდენცია. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტთა სერია და აღმოაჩინეს, რომ როდესაც სიტუაცია იყო რისკიანი, ადამიანები ირჩევდნენ უფრო მეტად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს,
ვიდრე მამრობითისა.











გამოყენებული
ლიტერატურა:




1.
Robert A. Baron, Nyla R. Branscombe "Social Psychology", 13dt
ed., Pearson ed 2012








0
582
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე გეთია
ბარბარე გეთია
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0