x
image
worldsport.ge
ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

image90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალში უზბეკ შერალი ჟურაევს წუთსა და 42 წამში სუფთა გდება შეუსრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი და ლიტველი კაროლის ბაუზა იპონ-იპონ ჩამოიცილა. მეოთხედფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოთთან ერთი შიდოთი დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჟურაევთან დაჭიდებამდე უკრაინის ნაკრების წევრი ქუეჯაუ ნჰაბალი შებოჭა.
90 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონი საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური გახდა.


www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0