x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
უნიკალური ნივთები, რომლებიც სრულიად უცნაური და აბსურდული მიზეზებით განადგურდა
არსებობს ნივთები, რომლებიც ძალიან ძვირფასია და ბევრი მათგანი რელიკვიას წარმოადგენს. მათი განადგურების შემდეგ ძნელია ამ ნივთების აღდგენა. ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ასეთი უნიკალური ნივთების ათეულზე, რომლებიც განადგურდა, გაფუჭდა ან დაინგრა ვიღაცის სისულელის, მოუხერხებლობის, უყურადღებობის ან სრულიად აბსურდული შემთხვევითობის გამო.




1.ჯორჯ ჰარისონის მემორიალური ხე...შეჭამეს ხოჭოებმა


image


ის, რომ ლეგენდარული მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონი ჯგუფ "ბითლზების" წევრი იყო, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გარდა მუსიკისა, ჰარისონი გატაცებული იყო კინოთი, აღმოსავლური კულტურით და ...მებაღეობით.


ლოს-ანჟელესში, გრიფიტის პარკის ტერიტორიაზე წლების წინ ამ ცნობილმა მუსიკოსმა დარგო ფიჭვი, რომელზეც იყო მემორიალური დაფა წარწერით:"დიდი ჰუმანისტის, მუსიკოსის, მხატვრის და მებაღის საპატივცემულოდ". სამწუხაროდ, ამ ცოტაოდენი ხნის წინათ ეს ხე გახმა ფესვიჭამია ხოჭოების ''წყალობით''. მებაღეებს გამოეპარათ, რომ ხეს კარგა ხანია დაავადების ნიშნები გამოაჩნდა.




2. ადამიანი, რომელმაც პიკასოს შედევრი გახვრიტა


image


სტივ ვინი ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება მსოფლიოში. მის საკუთრებაშია ლას-ვეგასის კაზინოებისა და სასტუმროების ნახევარზე მეტი. მაგნატი ხელოვნების ნაწარმოებების დიდი კოლექციონერიცაა. სტივის კოლექცია მოიცავს რემბრანდტის, კლოდ მონესა და პიკასოს რამოდენიმე ცნობილ ნამუშევარს. კოლექციის მთავარ სიმდიდრეს პიკასოს ტილო "ძილი" წარმოადგენდა, რომელზეც ასახულია მხატვრის 22 წლის საყვარელი მარია ტერეზა ვალტერი. ვინმა ნახატი 2001 წელს შეიძინა და 2006 წელს მის გაყიდვას საარაკო ფასად - 139 მილიონ დოლარად აპირებდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: როდესაც ვინი თავის საკუთრებას კლიენტს აჩვენებდა, სუსტი მხედველობის და იმის გამო, რომ საუბრის დროს მას ძალიან უყვარდა ხელების ქნევა, შემთხვევით იდაყვი მოარტყა ძვირფას ტილოს და გახია ის.

შედევრის რესტავრირება მილიარდერს 100 000 დოლარი დაუჯდა. ვარაუდობდნენ, რომ ამით სურათის ფასი საგრძნობლად დაეცემოდა. ექსპერტებმა დაზიანებული ნახატი მხოლოდ 85 მილიონ დოლარად შეაფასეს, მაგრამ იღბლიანმა მილიარდერმა პიკასოს რესტავრირებული შედევრი რეკორდულ ფასად - 155 მილიონ დოლარად გაყიდა.



3. ფრესკა, რომელიც ცნობილი გახდა წარუმატებელი რესტავრაციის შემდეგ


image


ელიას გარსია მარტინესის ფრესკა Ecce Homo, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, საეჭვოა ოდესმე პოპულარული გამხდარიყო, რომ არა 80 წლის სესილი ჰიმენესის მიერ ჩატარებული "რესტავრაცია".

შენიშნა რომ, რომ ეკლესიის კედელზე დახატული ფრესკა სიძველის და სინესტის გამო ნელ-ნელა იშლებოდა, მოხუცმა ქალმა, რომელიც ეკლესიის მრევლი იყო, დამოუკიდებლად გადაწყვიტა მისი აღდგენა, რის შედეგადაც იესო ქრისტეს სახე მაიმუნის სიფათს დაემგვანა. სურათს ახლა ხუმრობით «Ecce Mono»-ს (მაიმუნს უწოდებენ) ძველი სახელწოდების «Ecce Homo» (ადამიანი)– ის მაგივრად.

ეკლესია, რომელიც ესპანეთის პატარა ქალაქ გორხაში მდებარეობს, სწორედ ჰიმენესის მიერ ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ გახდა ტურისტული ღირსშესანიშნაობა და დღეს აქ ათასობით ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ფრესკის სანახავად.



4. 1700 წლის ბუდას ქანდაკების დანგრევა


image


2001 წელს ავღანური მოძრაობა "თალიბანი"-ს ლიდერმა მულა მუჰამედ ომარმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა განადგურებულიყო ყველა ძეგლი, რომელსაც ისლამთან საერთო არაფერი ჰქონდა. განადგურებულ ძეგლებს შორის აღმოჩნდა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც 1700 წლის იყო.

თალიბებმა ეს ბარბაროსული საქციელი იმით ახსნეს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უარი თქვა ავღანელი ხალხის დახმარებაზე მაშინ, როცა ქვეყანას გვალვები, მიწისძვრა და ომები ტანჯავდა.

მას შემდეგ, რაც ტანკებითა და საზენიტო ქვემეხებით მიყენებულმა სროლებმა ბუდას ქანდაკებას ვერაფერი დააკლო, თალიბებმა ის უბრალო დინამიტით ააფეთქეს.




5. მუზეუმის თანამშრომელი, რომელმაც ნაპოლეონის სკამი გატეხა


image


2014 წლის დასაწყისში ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოისურვა წამით ნაპოლეონად ეგრძნო თავი და "ერთი ადგილი" ჩამოსდო სკამზე, რომელიც დიდ ფრანგ იმპერატორს ეკუთვნოდა და რომელიც უამრავ ბრძოლაში თან დაჰქონდათ მისთვის. ძვირფასმა ექსპონატმა ვერ გაუძლო "ახალგამომცხვარი ნაპოლეონის" სიმძიმეს და გატყდა.

სკამს რესტავრირება გაუკეთეს და აღადგინეს, ხოლო ბრიყვი მუზეუმის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.




6. ადამიანი, რომელმაც 850 000 დოლარად ღირებული ლარნაკი გატეხა


image


2006 წელს ინგლისში, კემბრიჯის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელზეც სხვა ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილი იყო ცინების დინასტიის სამი ლარნაკი. მუზეუმის თანამშრომლებმა საკმაოდ ბრიყვული გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ეს ლარნაკები დადგეს კიბის თავში, აბსოლუტურად დაუცველ ადგილას... და აი, აქ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ერთ-ერთ დამთვალიერებელს, 42 წლის ნიკ ფლინს, რომელიც კიბიდან ჩასვლას აპირებდა, ფეხი გაებლანდა ფეხსაცმლის გახსნილ თასმაში და პირდაპირ ზედ დაეცა ამ ლარნაკებს. ერთ წამში 850 ათასი დოლარის ღირებულების სამი ლარნაკი ფაიფურის ნამსხვრევების გროვად იქცა. ფლინი, მიხვდა რა თავის დანაშაულს, სასწრაფოდ წამოხტა ადგილიდან და მალევე დატოვა მუზეუმი, მაგრამ ის იპოვეს და ბრალი დიდი რაოდენობით კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში წაუყენეს.




7. ყველაზე ძვირადღირებული ავარია მსოფლიოში


image


2011 წლის დეკემბერში ძვირადღირებული ავტომობილების მფლობელებმა გადაწყვიტეს მცირე ავტორბოლის მოწყობა იაპონიის ქალაქ იამაგუტიში.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ Ferrari F430 -ის მფლობელმა არ გადაწყვიტა გადაესწრო Toyota Prius-ისათვის, რომელიც მისი აზრით, ძალიან ნელა მიდიოდა. მაღალი სიჩქარის გამო ის შეასკდა ღობეს და გახდა მიზეზი ავარიების მთელი ჯაჭვისა. დაიმტვრა შვიდი Ferrari – 360 Modena, F355 და Testarossa, ერთი Lamborghini Diablo და რამოდენიმე პრემიუმ კლასის Mercedes-ი. საერთო ზარალმა 4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.





8. ადამიანი, რომელმაც გატეხა ბოთლი, რომლის ღირებულება 78 000 დოლარი იყო


image



სალვატორ კალაბრეზე იყო ავტორი ყველაზე ძვირფასი კოქტეილისა მსოფლიოში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 40 გრამი 1788 წლის კონიაკი «Clos de Griffier Vieux», 20 გრამი 1740 წლის ლიქიორი «Kummel», 20 გრამი 1860 წლის ლიქიორი «Dubb Orange Curacao» და 1900 წლის ბიტერ «Angostura»-ის რამოდენიმე წვეთი. ერთი ჭიქა ამ სასმელისათვის თქვენ 8800 დოლარის გადახდა მოგიწევდათ.

სალვატორი მოუთმენლად ელოდა პირველ კლიენტს, რომელიც ამ ძვირფას სასმელს შეუკვეთავდა.

2012 წლის ივნისში, როცა სალვატორ კალაბრეზე ლონდონის კლუბ «Playboy» -ში მუშაობდა, ერთ-ერთმა კლიენტმა შეუკვეთა მას ზემოთხსენებული კოქტეილი და თან სთხოვა ეჩვენებინა მისი მთავარი ინგრედიენტი - 1788 წლის მოსავლის კონიაკი «Clos de Griffier Vieux». როგორც კი ეს 78 000 დოლარად ღირებული ბოთლი კლიენტის ხელში მოხვდა, მას ის ხელიდან გაუვარდა და გატყდა. ასე რომ, სალვატორმა ვერ აისრულა ოცნება გაეკეთებინა მისი ოცნების კონიაკი.




9. 1425 წელს აშენებული მონასტერი, რომელიც შემთხვევით დაბომბეს


image


ბენედიქტეს მონასტერი მონტეკასინო (მდებარეობს რომიდან 130 კილომეტრზე, ქალაქ კასინოში) დაარსებულ იქნა 529 წელს წმინდა ბენედიქტეს მიერ, რომელიც ევროპაში ქრისტიანული მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება.

1944 წლის 15 თებერვალს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, მონტეკასიმოს სააბატო თითქმის მთლიანად იქნა დანგრეული აშშ-ის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად. მთლიანად შენობაზე ჩამოგდებული იქნა 1400 ტონა ბომბი. ამერიკელი სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ მონასტერი დაპყრობილი ჰქონდათ გერმანელებს და მას იყენებდნენ სათვალთვალო პუნქტად. სინამდვილეში კი გერმანელები არც კი მიახლოებიან ამ მონასტერს.

არც ისე დიდი ხანია, რაც გამოირკვა, რომ ბენედიქტეს მონასტრის შეცდომით დაბომბვაში, რომლის დროსაც განადგურებული იქნა უამრავი ულამაზესი მოზაიკა და ხელნაკეთი ოქროს ნივთები და დაიღუპა უამრავი უდანაშაულო ადამიანი, ბრალი მიუძღვოდა ერთ ბრიტანელ ოფიცერს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზვერვას.




10. ნაცისტების მიერ მოპარული ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც სამუდამოდ გაქრა?


image


1933-1945 წლების განმავლობაში ნაცისტებმა მოიპარეს ევროპული კულტურის ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მეხუთედი ნაწილი. უკანასკნელი მონაცემებით, ნაპოვნი არაა დაახლოებით 100 000 უძვირფასესი ხელოვნების საგანი. ნაცისტებს დაპყრობილი ქვეყნებიდან გაჰქონდათ ხელოვნების ნაწარმოებები, რათა გაემდიდრებინათ თავიანთი მუზეუმები და საკუთარი კოლექციები. ისინი ძარცვავდნენ მდიდარი ებრაელების სახლებს, შემდეგ კი მათ პატრონებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

ცნობილი "ქარვის ოთახი", რომელიც ეკატერინეს სასახლის ერთ-ერთ დარბაზში მდებარეობდა და შექმნილი იყო მაღალი ხარისხის ქარვის, ალმასების, ზურმუხტების, ნეფრიტის, ონიქსისა და ძოწისაგან, ერთ-ერთია ომის წლებში გამქრალი ხელოვნების ნიმუშებიდან. გერმანელებმა ოთახი დაშალეს და საგანძური გადაიტანეს კალინინგრადის სასახლეში, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში ინახებოდა.

1945 წლის იანვარში ბრიტანეთის ავიაციის გამუდმებული დაბომბვების გამო ფაშისტები იძულებული გახდნენ კვლავ დაეშალათ "ქარვის ოთახი" და გადაეტანათ უსაფრთხო ადგილას, თუ სად - ეს არავინ იცის. "ქარვის ოთახის" ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.

2
390
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
390
  
2014, 1 სექტემბერი, 19:45
:)
2014, 1 სექტემბერი, 15:11
საინტერესოა
0 1 2