x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტოპ-ოცეული დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე საშიში ცხოველებისა, რომლებიც ადამიანებს კლავენ
როგორც ჩანს, ადამიანებს შორის გავრცელებულ ბევრ უცნაურ ფობიას თავისი ახსნა აქვს. ამაზე ქვემოთ მოცემული სტატისტიკაც მეტყველებს. ვინ წარმოიდგენდა, რომ არსებობს ისეთი ფობია, როგორიცაა ცხენების შიში, მაგრამ მის არსებობას თურმე სავსებით ლოგიკური საფუძველი ჰქონია . მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ დედამიწაზე გავრცელებული ცხოველების ტოპ-ოცეული, რომლებსაც ბრალი მიუძღვით უამრავი ადამიანის მკვლელობაში.


20. ლეოპარდები


image


მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ამ ძლიერი და გრაციოზული ცხოველის თავდასხმისაგან, მაგრამ ცნობილია, რომ მხოლოდ ინდოეთში ამ ცხოველთან შეხვედრას წელიწადში დაახლოებით 15-მდე ადამიანი ეწირება.




19. ცხენები


image


ძალიან არ გვინდა ამ სიაში ვნახოთ ეს ულამაზესი და უსაყვარლესი არსებები, რომლებსაც სულაც არ სურთ ადამიანების დახოცვა, მაგრამ სტატისტიკა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს: იმის გამო, რომ ამერიკელ კოვბოებს ძალიან უყვართ ცხენების მოთვინიერება, ამ პროცესის დროს ყოველწლიურად დაახლოებით 20-მდე ადამიანი იღუპება.



18.ძროხები


image


აი ამ უწყინარი ცხოველების ნახვა ამ სიაში კი ნამდვილად განგაცვიფრებთ, რადგან ძროხები ყველაზე მშვიდ, ალერსიან შინაურ ცხოველებადაა მიღებული. მაგრამ მათ ასევე მშვიდად შეუძლიათ თავიანთ რქებზე წამოაგონ ადამიანი. ყოველწლიურად აშშ-ში 20 ადამიანი იღუპება ძროხებისაგან.



17.ჭიანჭველები


image


დედამიწაზე ჭიანჭველების უამრავი სახეობაა. მათი პაწაწინა პირებით ყოველწლიურად 30-მდე ადამიანი იღუპება.



16. ფუტკრები


image


ფუტკრის შხამი არცთუ ისე საშიშია ადამიანისათვის, ის გარკვეული რაოდენობით სამკურნალო საშუალებადაც კი ითვლება, მაგრამ ამ შხამზე ალერგიის გამო წელიწადში 53-მდე ადამიანი იღუპება.




15.აფრიკული ლომები


image


უკანასკნელი მონაცემებით, ყოველწლიურად 70 ადამიანი ხდება ლომების საკბილო. ეს არცთუ ისე ბევრია, თუ გავიხსენებთ, რომ საქმე მძვინვარე ცხოველთა მეფეს ეხება.



14. მედუზები


image


დიახ, ამ სიაში არ არიან ზვიგენები, რომლებისაც ასე ეშინიათ ადამიანებს, მაგრამ ამავე დროს სიაში მოხვდნენ ეს ერთი შეხედვით საყვარელი ქმნილებები. აღსანიშნავია, რომ შხამიანი მედუზები ყოველწლიურად 15-ჯერ მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ყველა ზვიგენი ერთად.



13.ვეფხვები


image


მართალია, რომ ლომი ცხოველთა მეფედ ითვლება, მაგრამ ვეფხვი იმპერატორია ადამიანების მოკვლის საქმეში. ყოველწლიურად ამ ულამაზესი ცხოველების კბილებს 100-მდე ადამიანი ეწირება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ადამიანები თავადვე ახდენენ ამ ცხოველის პროვოცირებას.



12. ირმები


image


არ იფიქროთ, რომ ირმები თავიანთი მახვილი რქებით კლავენ ადამიანებს, თუმცა მათ ეს თავისუფლად შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება ის 120-მდე ადამიანი, რომლებიც ირმებთან შეჯახებისას მომხდარი საავტომობილო ავარიების გამო დაიღუპნენ.



11.შინაური ძაღლები


image


ძაღლებმა სამართლიანად დაიმსახურეს ადამიანების კეთილგანწყობა და ნდობა. ისინი პირველი ცხოველებია, რომლებიც ადამიანმა მოაშინაურა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველწლიურად 186 ადამიანი იღუპება მათი აგრესიისა და უმეტეს შემთხვევაში, ცოფის დაავადების გამო.



10.აფრიკული კამეჩი


image


ეს ნახევარტონიანი ცხოველი უზარმაზარი მახვილი რქებით მზადაა გაანადგუროს ყოველივე მის ირგვლივ. როცა ისინი გრძნობენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საშინლად აგრესიულები ხდებიან და თავს ესხმიან ადამიანებს. აფრიკული კამეჩების რქებით ყოველწლიურად 200-მდე ადამიანი იღუპება.



9.სპილოები


image


ამ მშვენიერი ცხოველების ფეხებქვეშ ყოველწლიურად 500-მდე ადამიანი იღუპება.



8.ნიანგები


image


ამ საშიში ცხოველების გარეშე ეს სია არასრული იქნებოდა. 2500- აი მათ მიერ ერთ წელიწადში მოკლული ადამიანების რიცხვი.



7.ბეჰემოთები


image


ჩემდა გასაკვირად, ბეჰემოთი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი ყოფილა აფრიკაში. მათთან შეხვედრისას ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანი იღუპება.



6.მორიელები


image


დედამიწაზე მორიელების 1500-მდე სახეობაა და მათგან მხოლოდ 25-ს აქვს სასიკვდილო შხამი. სწორედ ისინი კლავენ 5000-მდე ადამიანს წელიწადში.



5.გველები


image


რა თქმა უნდა, განა სრულყოფილი იქნებოდა ეს სია ამ საზარელი ქვეწარმავლების გარეშე? ახლა ნათელია, რატომ აქვს ადამიანების უმრავლესობას პანიკური შიში ამ ცივსისხლიანი არსებების მიმართ. მათი შხამით წელიწადში 50 000-მდე ადამიანი იღუპება. რას ვიზამთ, ძნელია ადამიანად ყოფნა.



4.ბუზი ცეცე


image


ეს ბუზები არიან აფრიკული ძილის დაავადების (საღათას ძილის) გადამტანები. ამ დაავადებით წელიწადში დაახლოებით 500 000-მდე ადამიანი ინფიცირდება. მათგან 80% კვდება.




3.კოღოები


image


ალბათ გაგიკვირდათ, თუ როგორ მოხვდნენ კოღოები ამ სიის სამეულში, მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი მალარიის გადამტანები არიან. ამ დაავადებისაგან კი წელიწადში მილიონამდე ადამიანი იღუპება.



2.ბაქტერიები და ვირუსები


image


დედამიწაზე არსებული ბაქტერიების და ვირუსების რიცხვი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი და მათ შორის ადამიანი, ფაქტობრივად მათ “ოკეანეში” ცხოვრობს. საბედნიეროდ, მათი დიდი ნაწილი ძალზე პათოგენური (დაავადების გამომწვევი) არაა, მაგრამ არსებობს ისეთი საშიში დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები, როგორიცაა: ქოლერა, ციმბირის წყლული, გრიპის სხვადასხვა ფორმა და ა.შ. ბაქტერიების და ვირუსების "წყალობით" ყოველწლიურად დედამიწაზე 5 მილიონამდე ადამიანი იღუპება...მაგრამ ვინ დაიკავა ამ სიაში პირველი ადგილი, ვის შეუძლია უფრო მეტი ადამიანი მოკლას, ვიდრე ამ თვალით უხილავ პაწაწინა საშიშ არსებებს?



1. ადამიანი!!!


image


დიახ, აი ის-მკვლელობების ჩემპიონი, რომელსაც ხელეწიფება გაანადგუროს მისივე მსგავსი არსებები და ეს სამწუხარო სტატისტიკა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თვალნათელი ხდება.

5
1025
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1025
  
2014, 29 აგვისტო, 13:34
სამწუხაროდ:(
2014, 29 აგვისტო, 13:31
კი, ძირითადად ეგრეა, ეს ცხოველები ადამიანმა გახადა აგრესიული და ბოროტი:( .....და ახლა იმკის თავისი საქციელის შედეგს
2014, 29 აგვისტო, 13:26
ცხოველთა უმეტესობა ამ დროს თავს იცავს, ასე რომ ისინი არცთუისე სასტიკები არიან, როცა მათ პროვოცირებას არ ვახდენთ, როგორც თავად აღნიშნე ერთ-ერთ მონაკვეთში.
2014, 27 აგვისტო, 22:16
მით უმეტეს კარგ ადამიანად
2014, 27 აგვისტო, 22:14
მართლაც და ადამიანად ყოფნა რთულია...
0 1 5