x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართველ ფარაონთა საიდუმლო
imageხოდა ასე ნენა. მეცნიერებმა ბევრი თხარეს თუ ცოტა თხარეს ძალიან კაი რამე ამოთხარეს. იმფერი ამოთხარეს რომ ახლა სად წეიღონ არ იციან. მოკედ რომ ვთქვათ აი ზეზვა და მზია ისე გაზეზვამზიებულან რომ მარტო ევროპა კი არა აზიაც და აფქიკაც დაგვიზეზვია და არ ვიცოდით. დიდი კი აფერი არ მოხდა. ეგ ადრეც გვეცოდინებოდა ამ ძველ ისტორიკოსეს ასოების ჩაწერა რომ არ ეშლებოდეთ. ადრე გახსოვდეს იქნება ციცერონი ჩაწერეს მარა კიკერონი იყო ი კაზახი. ხოდა რა დასაკვირია მაი აბდლები თ-ს და ტ-ს რომ ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთისგან.
რაი და აი ტუტანხამონი, ასე რომ გადარია მთელი ქვეყანა და ყველაზე ცნობილი ეგვიპტის ფარაონიაო რომ იძახიან, ჯერემც ერთი ყველაზე ცნობილი იმიზაა რომე გოუქურდავი ნახენ მისი აკლდამა და გადირიენ იქანა ნანახი სიმდიდრით. თვარა მაგაზე გაცილებით მდიდრები იყვნენ სხვა ფარაონები, მარა იგენი არეულობის დროს გოუძარცვიან. აი შემეინახეს მერეიზა მარა დაასწრეს არქეოლოგებმა და ე.. ეიანცეს ყველაფერი. იმ ქენქერა მემატიანეს კი შეცდომით დოუწერია კელდაზე მისი სახელი თვარა რააის ეგვიპტელი, გაქანებული თუთა ხამონია იყო მაი ბაღანე, ტუტული ხამონიას შუათანა ვაჟი.
ცხენების ქურდობიზა იძებნებოდა ინგირში. იპარადა ცხენს და მეგრული წესის თანახმად ცხენიანა მდინარეს თუ გადეივლიდა მისი იყო ი ცხენი. მაგრამ ამან რომელ მდინარეს უნდა გადასულიყო ვერ გეიხსენა და ირბინა ასე ნილოსამდე... სდიეს მარა მერე ძაღლი მიგაკვდა სულშიო, მიაწყევლსე და მიანებეს თავი. აი კიდო რომ ჩევიდა იქანა. გეიხედ გამეიხედა. მეეწონა სიტუაცია. მეგრული პილპილის და მწარე ხაპის ბიზნესი წამოიწყო, პაწა ორ კაპიკს გავაკეთებო. მერე იქაურმა მიდგა მოდგა, მეიყვანა იქაური ქალი და ე... მარა დიდი ვერაფერი მართველი იყო. პილპილის ბიზნესიც ჩოუვარდა და მთლად დიდად ვერ დეიკვეხნიდა სიმდიდრიტ. მარა რას იზამ, მისი ჯერ არ გაქურდულ საფლავს ქე დახამდნენ აი უნახავი არქეოლოგები. ისე ქე ქონდა მეგრული წესის თანახმად ყოლისფერი ბრჭყვიალა და ბზინავი ჩაყოლებული საფლავში. მისი სიმაღლის ქანდაკებიდან დაწყებული, სტული, მაგიდა, დანაჩანგალი, ჟურნალის მაგიდა, ტანისამოსი. კატაც შეუხვიეს მიტკალში და ძაღლიც ( ისე კი ოუხდა წყევლა „ძაღლი მიგაკტა სულშიო“ ) ხოდა იმდენი დოვლათი ჩააყოლეს გაჭირვებულმა კუბოდან თავი წამოყო და ასე დაიძახა „ ამდენი სიმდიდრე თუ მქონდა რას მიმალავდი შე ქალო, ცარიელა ნილოსის ღომის ნაჭამი რომ მომკალი“ო მარა რაღაი!? ისე მეგრული წესის თანახმად ჩამიხოკეს და დეიტირეს საწყალი. ორმოცამდე არ გალეულოა ღომი და სულგუნი. ცოლმაც არ დეიშურა ხმაი და იმდენი იწივლა და იკივლდა „სო მეულ თუთა, სოო?“ვო, იმდენი იძახა... რა არ აწყნარეს, აჩერეს, აჩერეს და ბოლოს რომ ვერ გააჩერეს და ეიანცა ყველაფერი ქე ჩააყოლეს იგიც.


გაგრძელება იხილეთ აქ - მთვარის კლუბი
0
1939
5-ს მოსწონს
ავტორი:da-vid
da-vid
1939
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0