x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო" : რეტრო-ფოტოსურათები, რომლებიც ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორი იყო მსოფლიო წლების წინ
ჩვენ გვეჩვენება, რომ შეშლილ სამყაროში ვცხოვრობთ და ამას თანამედროვეობას ვაბრალებთ, მაგრამ გინდ დაიჯერეთ- გინდ არა, სამყარო ყოველთვის შეშლილი იყო და ასეთი დარჩება სამუდამოდ. თუ დიდი ხნის წინ გადაღებული ამ ფოტოსურათებით ვიმსჯელებთ, ადამიანები წარსულში უფრო უცნაურები და ორიგინალურები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. დაე, დღეს ასე პოპულარული სელფი და კოლგოტკიანი კატები გააკვირვებს მათ, ვინც 100-150 წლის შემდეგ ნახავს დღევანდელ ფოტოსურათებს, ჩვენ კი თვალი გადავავლოთ იმ ადამიანების უცნაურობებს, რომლებიც წლების წინ ცხოვრობდნენ.



1.პოლიციელი აფასებს სილამაზის კონკურსის მონაწილეების ფეხებს. 1930 წელი, ლონდონი


image


2.პროფესიონალი ვირთხის დამჭერი ამაყობს თავისი ნადავლით. ვირთხის დამჭერის პროფესია ძალიან პოპულარული იყო ევროპაში გასულ საუკუნეებში. მათ უშვებდნენ კანალიზაციის მილებში და ფულს იმის მიხედვით უხდიდნენ, თუ რამდენ ვირთხას დაიჭერდნენ



image



3.გოგონები იხატავენ ხაზებს ფეხებზე, რათა შექმნან იმის იმიტაცია, რომ ნეილონის წინდები აცვიათ. ომის დროს ნეილონი დეფიციტი იყო და ქალები ყველანაირ ეშმაკობას მიმართავდნენ, რათა მოდურად ჩაცმულნი ყოფილიყვნენ. 1942 წელი


image



4.დღე, როცა შვედეთში ვერ გაიგეს, მარჯვენა მხარეს უნდა ემოძრავათ თუ მარცხენას. 1967 წელი


image



5.ტექნიკოსები თვთმფრინავში ტვირთავენ 5 მეგაბაიტის სიდიდის მეხსიერების ბარათს. 1956 წელი


image



6.მამაკაცი ახდენს ფეხბურთის მუზარადის ტესტირებას. 1912 წელი


image


7.ნაცისტები ებრაელების მაღაზიების წინ მღერიან, რათა მათა აიძულონ მაღაზიების დაკეტვა. 1933 წელი


image



8. სად მიგიყვანოთ? 1920 წელი


image



9.ეს იარაღი გამოგონებული იქნებ წყალქვეშა ნადირობისათვის, მაგრამ არაეფექტურობის გამო ის მალევე აკრძალეს. საინტერესოა, რა არ მოეწონათ მასში? 1800-იანი წლები


image



10.ინგლისის ლუდსახარშს ლუდი მიაქვს ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ნორმანდიაში იბრძვიან. 1944 წელი


image



11.ალფრედ ჰიჩკოკი ჩაის უსხამს ლომს, რომელიც MGM-ის ლოგოტიპი გახდა. 1957 წელი


image



12.ტრენაჟორი ცხიმის ფეხებიდან მოსაცილებლად. 1934 წელი


image



13.სალვადორ დალი ასეირნებს თავის მოშინაურებულ ჭიანჭველაჭამიას. 1969 წელი


image



14.ქალების კრივი სახლის სახურავზე. 1938 წელი


image



15. ქალებს აცვიათ ხის საცურაო კოსტიუმები, რომ წყალში არ ჩაიძირონ. 1929 წელი


image



16. გადასატანი საუნა. 1932 წელი


image


17.აშშ-ის პატრული ცდილობს დამნაშავე უკან გადაათრიოს საზღვარზე, რომ ის არ გაიქცეს მექსიკაში. 1920 წელი


image



18.ნიუ-იორკის ხედი ზემოდან, დამამტკიცებელი ნიშანი იმისა, რომ წლების წინ შლიაპებს მასობრივად ატარებდნენ.1939 წელი


image



19. საბჭოთა ჯარისკაცები ტანკიდან კვებავენ თეთრ დათვებს. 1950 წელი


image


20.ქალი ელოდება, როდის დაასრულებენ ლონდონის ატელიეს მკერავები მის კრინოლინს. 1860 წელი


image



21.გადასატანი ტელევიზორის კონცეპტი. 1960 წელი


image



22.პარიზელები დატბორილ ქუჩაზე სკამებით გადადიან. 1924 წელი


image



23. ქალის მოსასხამი, რომელიც მას ნამზეურის მიღების დროს ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავდა, მაშინ ხომ მზისგან დამცავი კრემები არ არსებობდა. 1946 წელი


image



24. "ცოცხალი ლოკატორები" პირველი მსოფლიო ომის დროს იმის გამოსაცნობად, თუ რომელი მხრიდან იქნებოდა შესაძლებელი მტრის თვითმფრინავების თავდასხმა.1916 წელი


image



25.ბელგიელი ჯარისკაცები და მათი ძაღლებშებმული ზარბაზნები, რომლებიც დასავლეთის ფრონტზე მიემართებიან. 1914 წელი


image



26.კონკურსის "მის ლამაზი თვალები" მონაწილეები. 1930 წელი


image



27.მალარიის საწინააღმდეგო საშუალების კრეატიული რეკლამა-"ეს ადამიანები არ იღებდნენ ატაბრინს" .1941 წელი


image



28.სახის გამწმენდი პროცედურა სახელწოდებით "საყინულე" .1966წელი


image



29.მიკი მაუსის ფან-კლუბის წევრების შეხვედრა. 1930-იანი წლები


image



30. მსახიობები დეტექტიური რადიოშოუს "ბანდებზე მონადირე" ჩაწერაზე. 1934წელი


image

8
641
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
641
  
2014, 28 აგვისტო, 15:36
გენაცვალე:*
2014, 28 აგვისტო, 15:35
მაგარი ხარ მანჩო :–*
2014, 27 აგვისტო, 22:24
მაგარია
2014, 27 აგვისტო, 15:52
მადლობა:*
2014, 27 აგვისტო, 15:10
ძალიან ძალიან მომეწონა
2014, 27 აგვისტო, 14:00
კარგი ნაკრებია
0 1 8