x
image
beko777
ასაკოვანი მამაკაცები და წიწკვი გოგონების ამოუცნობი ტანდემი! - რატომ?
imageალბათ ზოგჯერ შეგხვედრიათ შუა ხნის მამაკაცისგან და ასაკით შვილის შესაფერისი გოგონასაგან შემდგარი წყვილები... თუ ის „მაგარი ბიძაა”, მეორე კი – „თოჯინა ბარბი”, რომელიც მამაკაცის კრიალა „მერსედესს” ამშვენებს. აქ ყველაფერი ნათელია. მაგრამ, როცა ორივე დიდი შეძლებით არ გამოირჩევიან, ეს უკვე განცვიფრებას და, ხშირად, აღშფოთებასაც იწვევს.


რატომ ეძებენ ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული მამაკაცები უპერსპექტივო თავგადასავლებს და, ზოგჯერ, არა მარტო ჩერჩეტად დარჩენას, არამედ აწყობილი ოჯახური ურთიერთობების მოშლასაც რისკავენ? უფრო ხშირად – ეს შერყეული მამაკაცური ღირსების განმტკიცების მცდელობაა. ახადგაზრდა ქალებისა და გოგონების ყურადღება მათ თვითშეფასებას „პირს უქონავს”, ეხმარებათ ფორმაში ყოფნაში და საკუთარი თავის სათანადო სიმაღლეზე შეგრძნებაში. ამას ყველაფერს მოვუხერხებთ – ასეთია ადამის მოდგმის ბუნება.


imageჩვეულებრივ მსგავსი ურთიერთობები უსუსური ფლირტით, მაქსიმუმ – ხანმოკლე სასიყვარულო რომანით იფარგლება. და თუ ცოლის გამწვავებული თავმოყვარეობა მისივე გონებას არ დააბნელებს, ასეთი ურთიერთობრივი თავგადასავლები ოჯახის კეთილდღეობას არანაირ საშიშროებას არ უქადის. მამაკაცი დარწმუნდება რა იმაში, რომ მისი მომხიბვლელობა არა მარტო მარტოხელა პენსიონერ ქალებზე მოქმედებს, წყნარდება და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს – ახალგაზრდული ენერგიითა და ოპტიმიზმის მორიგი პორციით უბრუნდება.
imageმაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში მოწიფული ასაკის მამაკაცის წიწკვი გოგონებისადმი ინტერესი უფრო სერიოზული მიზეზებით არის განპირობებული. ძლიერი სქესის მრავალი წარმომადგენელი თავისი დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში, ხშირად გაუცნობიერებლად, ქალში მისი დედის „მოადგილეებს” ეძებს, რომელიც მასზე იზრუნებს კიდევაც და ყველაფერს მის ნაცვლად გადაწყვეტს. მაგრამ ადრე თუ გვიან ასეთი მამაკაციც იზრდება. იგი თავის თავში უკვე არამარტო ყბების ჩამტვრევის უნარს, არამედ ფულის კეთების და ქალის ლოგინში დაკმაყოფილების შესაძლებლობას ნახულობს. იგი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მზადყოფნას შეიგრძნობს. და ამ დროს ისიც პაწაწინა, გულუბრყვილო, შუშპარა და მჩქეფარე „ფისუნიაც” ჩნდება, რომელიც მასში არა მოუხერხებელ ბიჭუნას, არამედ სერიოზულ მამაკაცს ხედავს. იგი მამაკაცს მნიშვნელოვნების და ზრდასრულობის შეგრძნებას აძლევს, რაც აუცილებელია მისთვის ამ პერიოდში – ყველა დანარჩენი ფასეულობა და გატაცება კი უკანა პლანზე გადადის.


imageმაგრამ არც ასეთი სიტუაციაა განაჩენი. თავისი მნიშვნელოვანების დამტკიცების მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთანავე მამაკაცი მალე მიხვდება, რომ რაღაც უფრო მეტს კარგავს. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ გოგონამ უახლოეს მომავალში საკმარისი მზრუნველობა და მხარდაჭერის გამოვლინება ინდომოს. პირადი კომფორტების გარეშე დარჩენილი თავის „ტურფას” შეუძლებელს მოსთხოვს და მათი ურთიერთობები დაინგრევა. პრობლემა იმაშია, რომ იგი აღარ მოინდომებს ბიჭუნას როლის დაბრუნებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი თქვენთან დაბრუნებასაც აღარ მოინდომებს, რათა გადახედოს თავის დაშვებულ შეცდომებს.



imageროგორ გამოვასწოროთ ასეთი სიტუაცია, კიდევ უკეთესია – როგორ არ შევქმნათ იგი? უბრალოდ მამაკაცს „დიდ ადამიანად” შეგრძნების შესაძლებლობა მიეცით. არ მოერიდოთ იმის ჩვენებას, რომ მისი მხარდაჭერა და დახმარება გჭირდებათ, თან არა მარტო ფინანსურად. მიახვედრეთ, რომ მის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ხშირად მიმართეთ რჩევისათვის. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივი პირმოთნეობაა ან დამცირებაა საჭირო, საკმარისია თქვენი გადამწყვეტი სიტყვით ის არ დაამციროთ, მითუმეტეს ბავშვების წინაშე. არ შეეცადოთ თქვენი სიმართლისა და ღირსების გამომზეურებას, – მიეცით საშუალება მან თავისი თვისებები წარმოაჩინოს.


დაე, მან თავი არა ბავშვად ან სპონსორად, არამედ ბატონ-პატრონად, ოჯახის მეთაურად იგრძნოს. როგორც ძველებური აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, მამაკაცი – თავია, ქალი – კისერი. და თუ კისერი არაა გაქვავებული, არამედ მოქნილი – თავიც წესრიგში იქნება.


სერგეი კარამზინი (ფსიქოლოგი)

0
1619
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0