x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ნაყინი პლომბირი
imageექვსი ულუფა; შემადგენლობა:

35 %-იანი ნაღები 300 მლ;

კვერცხის ცილა 3 ც.

ნახევარი ლიმონის წვენი;


80 გ. შაქრის პუდრა;

100 გ. შაქარი;

ვანილი 0, 3 ჩ/კ;

ასევე მწვანე ვაშლი 1ც.

წითელი ვაშლი 1 ც.

2 ჩ/კ შაქარი;

ნახევარი ლიმონის წვენი.

მომზადება:


ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქარი და ვანილი, აურიეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ. გააცივეთ და ათქვიფეთ მიქსერით ფუმფულა მასის მიღებამდე. ათქვიფეთ ცილა, შაქრის ფხვნილი, ლიმონის წვენი მყარი მასის მიღებამდე.

აკურატულად შეურიეთ ათქვეფილი ნაღები და ცილა, ფრთხილად აურიეთ. თავზე დააფარეთ და შედგით საყინულეში. 3 სთ-ის შემდეგ გამოიღეთ, ათქვიფეთ გაყინული მასა მიქსერით, დააბრუნეთ ისევ საყინულეში 3 სთ. ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით წვრილ რგოლებად,
მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქარი და აურიეთ. დააწყვეთ წითელი და მწვანე ვაშლის რგოლები წყვილად და შუაში მოათავსეთ ნაყინის ბურთულა. შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი
შოკოლადი.


0
586
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0