x
image
worldsport.ge
დი მარია მანჩესტერშია, “იუნაიტედი” და “რეალი” 75 მილიონზე შეთანხმდნენ

imageმადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია მანჩესტერში ჩაფრინდა, რათა “იუნაიტედში” გადასვლის საბოლოო დეტალები შეათანხმოს.
BBC-ის ცნობით, 26 წლის არგენტინელი “წითელ ეშმაკებში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, საღამოს კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს და გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.
სხვადასხვა ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 75-იდან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს და ის სარეკორდო იქნება ინგლისის პრემიერლიგისთვის.
დი მარია “რეალში” 2010 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში ჩატარებულ 124 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, ის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ხუთ შეხვედრაში მან ერთი გოლი გაიტანა, ბელგიელებთან მატჩში ტრავმა მიიღო და ამის გამო ნახევარფინალისა და ფინალის გამოტოვება მოუხდა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0