x
image
beko777
„კაზანტიპი 2014“ - მითები და რეალობა (ამომწურავი რეპორტაჟი ანაკლიიდან)
imageვირტუალური სახელმწიფო, რომელსაც „კაზანტიპი“ ქვია, საკუთარი კონსტიტუციით, საკუთარი წესდებით, პრეზიდენტით, ვიცე-პრეზიდენტით, პრეს-სამსახურით და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ - საკუთარი „სისხლის სამართლის კოდექსით“ - მოკლედ მთელი აწყობილი ინფრასტრუქტურით და ინსტიტუტებით.

უკრაინაში წლების წინ დაფუძნებულმა ამ ვირტუალურმა სახელმწიფომ 2014 წელს საქართველოში, ანაკლიაში დაიდო ბინა, მიზეზი ერთია - რუსეთ-უკრაინის ომი იმ ტერიტორიაზე სადაც წლებია ვირტუალური რესპუბლიკა „კაზანტიპი“ არსებობდა - ყირიმში!


imageრამდენიმე თვის უკან საქართველოში ჭორ-მართალი ერთმანეთში აიზილა: - მოძრავი გარყვნილება მოედინება ანაკლიის წმინდა მიწაზეო! სოდომ-გომორი ეშმაკის ბეჭედს ამზადებსო! სექსი გვიახლოვდებაო, ერი ირყვნებაო, ბავშვები გვიჩლუნგდებიანო და მოკლედ - ერთი დადებითი არავის დასცდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად დაწყო - ძველი, წინა წლებში ჩატარებული ფესტივალების (ჰო, დამავიწყდა - ეს ვირტუალური რესპუბლიკა „ელექტრონული მუსიკის ფორმატში“ არსებობს) ლინკების, ვიდეოების და სურათების ინტენსიურ რეჟიმში გავრცელება: - ვერაფერს იტყვი - იქ, მართლა ყველაფერი იყო, სექსი პლიაჟზე, სექსი ხეზე, სექსი მიწაზე, სექსი ბარის „სტოიკაზე“, სექსი წყალში, სექსი აბაზანაში... მოკლედ, იმ ლინკებზე ჩანდა ბევრი სექსი, ოღოოოონდ - არცთუისე ღიად, უბრალოდ უნდა მიმხვდარიყავი, რომ მაგალითად - ახალგაზრდა გოგონას და ბიჭის ზასაობას, რომელიც სურათზე იყო გამოსახული, აუცილებლად მოყვებოდა სექსი, მაგალითად ვიდეო-ლინკზე სადაც მუსიკის ფონზე უკრანელი ლამაზმანი ნარ-ნარად ათამთამებდა დიდრონ მკერდს და ზედ დასხმულ შამპანურს იქვე მდგომი ყმაწვილი ყლუპ-ყლუპ შესვავდა, ამას აუცილებლად მოყვებოდა სექსი... მოკლედ, ეს ყველაფერი ვირტუალურად ჩანდა...


imageხოოოდაა, ნახა რა ეს ქართულმა საზოგადოებამ, - ჰოი გიაუროოო, შეჰკივლა, ხმალი იშიშვლა და დასჭექა - ეს გარყვნილება საქართველოში არ გაიმართება! და დაიწყო რაც დაიწყო... რადიკალ-მართმადიდებელთა (!) გამოსვლები, ანათემაზე გადაცემები, პარაკლისები, წირვები სპეციალურად „კაზანტიპის“ საწინააღმდეგოდ, ეშმაკის განდევნის რიტუალები, აღსდგა მართმადიდებელი საქართველო ამ „მსოფლიო გარყვნილების“ წინააღმდეგ და ერთან ერთად თქვა: - ან გამარჯვება ანდა სიკვდილი!!!



imageმაგრამ, გავიდა ცოტა დრო და... მაგალითად ქალბატონი, რომელიც თავსმანდილმოხვეული და ხმალამოღებული იცავდა „ერის უბიწობას“ და სამეგრელოს ტერიტორიის ხელშეუხებლობას ამ გარყვნილებისგან, უცებ - „რა პრობლემაა, ჩატარდეს უნდა, აბა არ უნდა ჩატრადესო? მოსახლეობაც ამოისუნთქებს, კრედიტებს დავფარავთ, ვივაჭრებთ, სახლებს გავაქირავებთ, ფულს ვიშოვით, ტურისტების ხარჯზე და ა.შ. და ა.შ. მე ნუ დამანახებენ რას შვებიან და ასემც უქნიათო....“, - ბერის და ერის გასაკვირად ერთ თავსაფრიან დედაკაცს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და... აგერ, ანაკლიაში ერთი ცალი ხინკალი 2 ლარი გახდა, ერთი ცალი შოთის პური 4 ლარი, უბრალო ხის ხუხულა სადაც ტურისტებს უშვებდნენ 70 ლარი კაცზე, სხვაგან რომ 50 თეთრი ღირს, ის წყალი 4 ლარი და სხვა თუ არაფერი უბრალოდ - მოფსმა 1, 5 ლარი...


imageგაგიჟდა და გადაირიე „კაზანტპის“ რესპუბლიკის პრეზიდენტი: - საქართველო კი ერთი ნახვით შემიყვარდა, მაგრამ აი.... აქ თუ ყველა მომატყუებდა მოსახლეობიდან დაწყებული სახელმწიფოთი დამთავრებული, არ მეგონაო! - ჰო, მართლა სახელმწიფოს როლი ამ საქმეში... რამდენადაც გასაკვირი არ უნდა მოგეჩვენოთ - ნული!... გაუგებარი კიარადა, სრულიად გაუგებარი! უბრალოდ - ა-რა-ფე-რი! ნიკიტა მარშუნოკი ამბობს, რომ რასაც სახელმწიფო დამპირდა დახმარებას - არ შეასრულაო, კანალიზაციაც მე გავიყვანე ანაკლიაში, ინტერნეტიც და მოკლედ - ვალებში გადავვარდიო!


imageობიექტურობას ვერ გავექცევი და ვიტყვი: - მიშა (წინა პრეზიდენტი), რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ - ის რას იზავდა? გააკეთებდა რამეს იმისთვის, რომ „კაზანტიპი“ სრულიად საქართველოს გამოსდგომოდა? - თუ გაიქცეოდა ფესტივალზე, დაისვენებდა თავისივე აშენებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში“ და არცერთ ქალს არ დატოვებდა იქ კბილ-გაუკვრელს? თუ... თუ რას ფიქრობთ, როგორ გგონიათ, რას იზავდა მიშა ეს ფესტივალი, რომ მის დროს ჩატარებულიყო?


imageმოკლედ, ასეა თუ ისეა - პირველივე დღეებში „კაზანტიპზე“ ჩამოსული სტუმრები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ უკან: - ფასები, ფასები, ფასები, მააააღალი ფასები! შემდეგ დაიგეგმა ოფიციალური გახსნა და ვიღაცამ მიახვედრა ადგილობრივი მოსახლეობა (ან თავად მიხვდნენ) რომ თუ, 30 თეთრად შეძენილ წყალს 4 ლარად კი არა 1 ან 2 ლარად გაყიდდნენ უფრო მეტი მოგება დარჩებოდათ, რომ 50 თეთრიან ლავაშს 4 ლარად კი არა, 1 ლარად თუ გაყიდნნენ, ასე უფრო იშოვიდნენ ფულს და ფასებმაც ოდნავ დაიკლო, რაც მაშინვე აისახა ტურისტების ზრდაზე და 23 აგვისტოდან - წამოვიდა და წამოვიდა...


imageმთავარი პრობლემა: - სექსი „კაზანტიპზე“, აქაც პირშიჩალაგამოდებულნი დარჩნენ ქართველი ჯეელები, რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორის პირველი - ქალთან დამოკიდებულების, მოქცევის და მიდგომია წესებია, რადგან - ვიღაცამ უთხრა „ქართველ ვაჟკაცს“ რომ „კაზანტიპი“ სავსეა უკრაინელი და რუსი „ბოზებით“, რომლებიც ეგრევე (!) იძლევიან, რომ არ გახვეწნინებენ, რომ ქართველ მამაკაცებზე გიჟდებიან და იხოკავენ და ა.შ. - უცებ აღმოჩნდა, რომ - ნუუურას უკაცრავად ქართველო ვაჟკაცებო... ვასკამ, ლუკამ, მიშკამ, საშკამ, ზუზუმ, გრეკომ, მახომ, ბაჩომ, ტატომ, ზაზუკამ და გიომ აღმოაჩინეს, რომ - „კაზანტიპზე“ ბოზებს ვერ პოულობენ :), მეტიც - უცებ დაინახეს - ნანკა, თათკა, ლანკა, ხატკა, სოფკა, შოკა, ნინჩო და მაკო... რომლებიც აქამდე „კაი ბიჭის დაიკოები“ ეგონათ და მაგრად „გაუტყდათ“, რომ ისინი „კაზანტიპზე - კარგი მუსიკის ფონზე მთელი მონდომებით (და სხეულით) ცეკვავდნენ, ერთობოდნენ... და აქ ჩამოიშალა „ქართველი ვაჟკაცების“ ოცნებები, რაც imageპირდაპირპროპორციულად აისახა ჩამოსულ ტურისტ გოგონებზე და მათაც დაიწყეს მსგავსი განცხადებების გაკეთება: - ქართველი კაცები თუ ასეთი ხამები იყვნენ რა გვეგონაო?! უკაცრავად საქართველოში სექსი არ გაქვთო? მაპატიეთ წეროებმა მოგიყვანესო? ბოდიშით ქართველ გოგოებს სექსი უტყდებათო? გვაპატიეთ, რომ არ გაძლევთ და მაგის გამო ბოზებს რატომ გვეძახით, თქვენ, რომ მოგცეთ მაშინ უფრო ბოზები არ ვიქნებითო?... დაისვა კითხვები და ვერ გაეცა პასუხები :) - ჰოდა... გაიქცა ტურისტ-საქალეთის დიდი ნაწილიც ანაკლიიდან.


imageვიღაცა ახლა ვინც ამ სტატიას კითხულობს, გულში ფიქრობს - დავიჯერო მართლა ასე სუფთად, წმინდად და ლამაზად იყო ამ მარიამობის მარხვის პერიოდში ყველაფერიო?! კითხვა ლეგიტიმურია და რათქმაუნდა პასუხსაც საჭიროებს, თანაც მოკლეს: - არა რათქმაუნდა! მთლად ასე-ც არ იყო ყველაფერი... იყო მთვრალი ქალებიც და მთვრალი კაცებიც, იყო პლანიც და იყო სექსიც (თუმცა ჩემი თვალით არსად არ დამინახავს, მათ შორის არც პლიაჟზე), იყო ჩხუბიც და იყო გაფრენებიც, იყო ანაკლია-გალმუხურის ხიდიდან მთვრალების წყალში გადახტომებიც და ამავე ხიდის ცენტრში მოგანავლებაც (!), არა - არ გსმენიათ, იყო ეს ყველაფერი და საბედნიეროდ იმას, რასაც კიდევ ანაკლიის ტურისტი სტუმრები უჩივიან - პოლიციის უზომოდ დიდ რაოდენობას, დადებითი შედეგი ქონდა, რადგან მსგავს შემთხვევებში პოლიცია უდრტვინველად, სუფთად და ოპერატიულად მოქმედებდა - არც დახრჩობის საშუალებას აძლევდა ვინმეს, არც გაფრენის და არც მოწევის და გაკეთების უფლებას(პოლიციელები კარვების ქალაქის რიგეშიც კი, მორიგეობდნენ მთელი ღამე და დღე), უამრავი პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის კონტროლს და მგონი გამოსდით კიდეც, რადგან უსაფრთხოების ზომები „კაზანტიპის“ საზღვრებში მართლა მაქსიმალურადაა დაცული, რათქმაუნდა ზასაობას და სექსს პოლიცია ვერავის დაუშლის (თუ ამაზე საშივარი არ შეუვათ),
ასევე მეტი ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის ზოგადი გაუმართაობა - უნიათო საშხაპეები, ტუალეტები, გზაზე ამოყრილი კაბელები მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის დასანახად, მაგრამ ის რაც 3 თვეში აქ დასაქმებულმა მუშებმა მოასწრეს თავად „კაზანტიპის“ პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის მეთაურობით მე იშვიათად მახსენდება მსგავი მაგალითები, თუ არ ჩავთვლით - ჩვენი ძველი პრეზიდენტის მსგავს ტემპებს, რომელსაც შეეძლო ერთ თვეში მთლი ქალაქი აეშენებინა :D :D


imageფესტივალის დამთავრების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბ-ნი ნიკიტა მომავალ წელთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, ჩემი აზრით თუ უკრაინის სახელმწიფო არმია ოკუპირებული ყირიმიდან, მტრის არმიას 2015 წლამდე გააძევებს, შესაძლოა „კაზანტიპი“ ლოკაციის ძველ ადგილს დაუბრუნდეს, რადგან - მათთვის ძველი უკეთეს არს და შეჩვეული უკრაინული ჭირი ურჩევნიათ, შეუჩვეველ ქართულ ლხინს :)), თუ არადა - დიდად სავარაუდოა, რომ „კაზანტიპი 2015“-ც საქართველოში ჩატარდეს, მთავარია რას იტყვის ამაზე ერი (ბერმა უკვე თქვა თავის სათქმელი - რომ ეს ჯოჯოხეთი და ეშმაკის ბეჭდის მოახლოებაა, იმიტომაც ჩამოწვა მეწყერი .... დარიალში), თუ ჩატარდება ალბათ ბ-ნი პრეზიდენტი 2015-ში იმას გაითვალისწინებს, რომ მარიამობის მარხვის პერიოდში „ელექტრონული მუსიკის ფესტივალის“ ჩატარება სა-ქართველოში წამგებიანია და გადაიტანს ან „ბარხატის სეზონზე“ ან გადმოიტანს აგვისტოს დასაწყისში.



image

ვირტუალური სექსი ანაკლია-გალმუხური ხიდზე

image

image


image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimage


P.S. კატეგორიულად აკრძალულია სტატიის ან რომელიმე ფოტოს, რედაქციისგან დაუკითხავად გამოყენება, საავტორო უფლებები დაცულია!!!

4
2350
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:beko777
beko777
2350
  
2014, 25 აგვისტო, 18:30
სტატია კი მხოლოდ იმიტომ მოვიწონე, რომ დისლაიქი ეწერა და ჩემზე არ გგონებოდათ.
2014, 25 აგვისტო, 18:28
ვგონებ სწორედ მიგიხვდით "დავალებას"- "ხოოოდაა, ნახა რა ეს ქართულმა საზოგადოებამ, - ჰოი გიაუროოო, შეჰკივლა, ხმალი იშიშვლა და დასჭექა - ეს გარყვნილება საქართველოში არ გაიმართება! და დაიწყო რაც დაიწყო... რადიკალ-მართლმადიდებელთა (!) გამოსვლები, ანათემაზე გადაცემები, პარაკლისები, წირვები სპეციალურად „კაზანტიპის“ საწინააღმდეგოდ, ეშმაკის განდევნის რიტუალები, აღსდგა მართლმადიდებელი საქართველო ამ „მსოფლიო გარყვნილების“ წინააღმდეგ და ერთან ერთად თქვა: - ან გამარჯვება ანდა სიკვდილი!!!"


სტატიის თემას კი რაც შეეხება -ნება თავისუფალია, გონება იმისათვის მიეცა ადამიანს, რომ წიხლი მიაჭიროს, მხოლოდ ამბიციებით ცხოვრება ყოველთვის სასიკეთო არ არის. უბრალოდ სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის, დაე არასოდეს არავისთვის იყოს გვიანი...

უბრალოდ ის მიკვირს, რატომ გიკვირთ ხალხნო თუ "კაზანტიპს" მართლმადიდებლური სამყარო ეწინააღმდეგება, ამან მითქმა-მოთქმა რომ გამოიწვია, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო და სალაპარაკო მოგეცათ. აბა რომ ეთქვათ კი ბატონო წადით, დატკბით ჭარბი სექსით, ელექტრონული მუსიკითა და მოსახლეობა გაახარეთ ტურისტებითო განა ასეთი პასუხი უფრო მეტ განკითხვას არ გამოიწვევდა??!!! საქართველო ყოველთვის იყო თავისი ისტორიიტა თუ მენტალიტეტით გამორჩეული სხვა ქვეყნებისგან და თუ ცდილობენ სასულიერო პირები ქართული სიწმინდის დაცვას, ამაში რა არის ცუდი?? ვისაც უნდა მსგავსი ფორმით გართობა, საპატრიარქო არავის აკავებს, მაგრამ ჩვენს მიწა-წყალზე მსგავსი აბსურდია.

და კიდევ რას ვერ მივხვდი, რა შუაში იყო სტატიაში კაზანტიპთან ხსენებული ყოფილი პრეზიდენტი?? არც "ნაცისტი" ვარ და "ოცნებისტი", მაგრამ უწინ რომ ქვეყანმაში მეტი წესრიგი სუფევდა, ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება და მენტალური თვალსაზრისით ეხლანდელ მტავრობაში რომ ძალიან ბნელა, ეგეც ცხადია...
2014, 25 აგვისტო, 18:06
- :) - აბა მიდით ახლა კონტექსტში ჩამისვით თქვენი ჩასწორებული სიტყვა :) - ოღონდ - წინადადებაში :) - და რა გამოვა შეამოწმეთ :)... პ.ს. ვგონებ სტატიის შინაარსზე სჯობდა კომენტარი :)
2014, 25 აგვისტო, 17:54
ამ თემასთან საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ "ერთ" მნიშვნელოვან კორექტირებას შევიტანდი- "მართმადიდებელი" არაა სწორი ქართული, "მართლმადიდებელია" გრამატიკულად სწორი ფორმა. (ვიფიქრე ერთ სიტყვაში "ლ" გამორჩათქო, მაგრამ მეორედაც იგივე განმეორდა და ციტირებას გავაკეთებ თქვენივე ტექსტისას:

"ხოოოდაა, ნახა რა ეს ქართულმა საზოგადოებამ, - ჰოი გიაუროოო, შეჰკივლა, ხმალი იშიშვლა და დასჭექა - ეს გარყვნილება საქართველოში არ გაიმართება! და დაიწყო რაც დაიწყო... რადიკალ-მართმადიდებელთა (!) გამოსვლები, ანათემაზე გადაცემები, პარაკლისები, წირვები სპეციალურად „კაზანტიპის“ საწინააღმდეგოდ, ეშმაკის განდევნის რიტუალები, აღსდგა მართმადიდებელი საქართველო ამ „მსოფლიო გარყვნილების“ წინააღმდეგ და ერთან ერთად თქვა: - ან გამარჯვება ანდა სიკვდილი!!!"
0 1 4