x
image
worldsport.ge
ტურინელებზე განაწყენებული ფედერიკა

imageმას შემდეგ, რაც ალესნდრო მატრი ტურინის “იუვენტუსიდან“ გააპინტრიშეს, მისი მეუღლე, მოდელი ფედერიკა მარჯი გულისწყრომას ვერ მალავს ტურინული კლუბის ბოსების მიმართ და როცა კი ამის შანსი ეძლევა, გამუდმებულად აკრიტიკებს ხოლმე.
თვითონ ფეხბურთელი ცოლისგან განსხვავებით შედარებით დაბალანსებულ პოზიციაზე ყოფნას ამჯობინებს და როცა კი “იუვედან“ წასვლაზე ჰკითხავენ რამეს, არაფერს ამბობს და ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მატრის ჯერ კიდევ აქვს ტურინში დაბრუნების იმედი.
სხვათა შორის, ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ფედერიკა მარჯი მისი მშობლების წარმოშობიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მილანის “ინტერის“ ქომაგია და ტურინული კლუბი არც ადრე მოსდიოდა თვალში. ახლა კი კრიტიკის მიზეზი მიეცა და იცოცხლეთ – ენას არ ზოგავს...

www.worldsport.ge

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0