x
image
worldsport.ge
თაისის აისი

imageბრაზილიაში ორიგინალურ და მშვენიერ ასულებს აბა რა დალევს? თუმცა ფეხბურთელი, მოჩხუბარი და მოდელი თაის ლეაო მაინც იმდენად გამორჩეული და უცნაური ქალბატონია, რომ მთელს ბრაზილიში და ბრაზილიის ფარგლებსგარეთაც მოიხვეჭა სახელი.
თაისი 27 წლისაა და რამდენჯერმე ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებშიც იყო მიწვეული. საბრძოლო ხელოვნებაშიც წარმატებული კარიერა აუწყვია და ახლა მისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ფოტო-გადაღებებს უჭირავს, სადაც თაის ლეაო სხვებზე ნაკლებად ნამდვილად არ ირჯება.
თაის ლეაო ამბობს, რომ მისი ოცნებაა საკუთარი ქალთა საფეხბურთო კლუბი ჰქონდეს, რომლის მენეჯერი თავად იქნება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ მოდელის კარიერის გაგრძელებაზეც სერიოზულად ფიქრობს. კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა იფიქროს?!..

www.worldsport.ge


0
47
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0