x
image
worldsport.ge
დეშამს საფრანგეთის გაწვრთნა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სურს

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, "მამლების" გაწვრთნა დიდი ხნით ისურვა. 45 წლის სპეციალისტს ნაკრებთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება.
"თავს დიდებულად ვგრძნობ. მწვრთნელის როლში ბედნიერი ვარ. ახლა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის ვამზადებ და თუ მთხოვენ ნაკრების თავკაცი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ვიყო, მზად ვარ. ლიოვის მაგალითი ავიღოთ, იგი გერმანიას 2006 წლიდან წვრთნის." _ განაცხადა დეშამმა.
მართალია, დეშამი გრძელვადიანი კონტრაქტისთვის მზადაა, მაგრამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში ტარდება და წარუმატებლობის შემთხვევაში, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ, შესაძლოა ფრანგს პოსტი დაატოვებინოს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0