x
image
worldsport.ge
“მილანი” ხავიერ ერნანდესით დაინტერესდა

imageიტალიური “მილანი” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსმელით, ხავიერ ერნანდესით დაინტერესდა – იუწყება Daily Star-ი.
“როსონერი” მარიო ბალოტელიმ დატოვა და კლუბს მისი შემცვლელი სჭირდება. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი, სწორედ მექსიკელი ფორვარდი სახელდება, რომელიც “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის გეგმებში არ შედის. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 14 მილიონი ევროა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვან გაალს “მანჩესტერის” სწრაფად გაწმენდა სურს, არაა გამორიცხული, ნაკლებ თანხადაც შეელიოს მექსიკელს.
ჩიჩარიტო “მანჩესტერში” 2010 წლიდან თამაშობს. “წითელი ეშმაკების” რიგებში 153 შეხვედრა ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0