x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლომი-ქალი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
image ლომ-ქალს ზოგიერთი, ისეთი თავისებურება გააჩნია, რომელიც შესაძლოა არ მოგეწონოთ. იგი ძალზედ სენტიმენტალურია და ურიცხვი თაყვანისმცემლების სურათებს, წერილებს ღრმა სიბერემდე ინახავს.

ძუ ლომი, ალბათ, ბავშვობიდანვე თანატოლებში ყველა საქმის მოთავე იქნება, ხოლო მოწიფულობასი შეხედულებების, გემოვნების და მოდების კანონმდებლად იქცევა.

თუ არასრულფსოვნების კომპლექსი გაწვალებთ, გიჯობთ ვინმე უბრალო, მოკრძალებული ქალიშვილი მოძებნოთ. ლომი-ქალი სიყვარულის უფლებას რომ გაძლევთ ეს უკვე დიდი პატივია და თუ თვითონაც სიყვარულით გპასუხობთ ჩათვალეთ რომ ამქვეყნად ცუდუბრალოდ არ მოვლენილხართ.

ლომი-ქალი თაყვანისმცემელმა პირველ რიგში საჩუქრებით უნდა აავსოს. გაითვალისწინეთ, რომ მისთვის მთავარი საჩუქრის ფასი და დახვეწილობაა. უნდა ისწავლოთ ქათინაურების თქმა, მაგრამ არა სტანდარტული ''რა ლამაზი ხარ'', ეს არ გამოგადგებათ. მას რაიმე განსხვავებულით უნდა მიმართოთ. მოკლედ ნამდვილი დედოფალივით უნდა მოექცეთ. იშვიათად გამომჟღაავნებული ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის გამო მისი დადანაშაულება არ ღირს. რა მისი ბრალია, რომ მეფის ასულად დაიბადა და თავი სხვებზე მეტი ჰგონია. თანაც ლომი-ქალი იმდენად მომხიბლავი, კეთილი და დიდებულია, რომ ადამიანები მზად არიან აპატიონ ნაკლოვანებები.


იგი ბუნებით აქტიური პიროვნებაა. თავისუფლების წართმევით ჩათვალეთ რომ მას სიცოცხლე წაართვით.

ლომი-ქალი შესანიშნავი დიასახლისია. იგი სტუმრებს არამარტო შესანიშნავად გაუმასპინძლდება, არამედ გაართობს და მოხიბლავს კიდეც.

რაც შეეხება ერთგულებას, ძუ ლომი თავის რჩეულს მანამ უერთგულებს, სანამ მის ღალატში არ დარწმუნდება. საკმარისია სულ მცირე რამ იეჭვოს, რომ მყისვე ღალატით გადაუხდის ორგულს.

ლომი-ქალის ფარული სანუკვარი ოცნებაა, ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ დროდადრო თავს უფლებას აძლევს თქვენს მეგობარს გაეარშიყოს. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ნუ იეჭვიანებთ. სამაგიეროდ მისი თანდასწრებით არშიყი კი არა უბრალო გაღიმებაც თუ გაბედეთ სხვა ქალთან, იმის წარმოდგენაც კი მიჭირს ამას რა მოჰყვება. თუ ძალიან გულად ხართ, გარისკეთ, სცადეთ.

4
1818
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1818
  
2012, 13 ივლისი, 17:22
ხო ეს ყველაფერი მართალია მე თან დრაკონის წელშიც დავიბადე და
2012, 15 მაისი, 12:57
აი როგორები ვარტ ლომებიიი...
2012, 14 მაისი, 15:43
wow!!!! მეც ლომი ვარ და ეგრეა რაა.. :p
2012, 14 მაისი, 15:25
აუ რა მაგარია :) ცაში ავედი :) მე ვარ ლომი ))) და აუ სწორია რაღAც რაღAცეები :) არადა არ მჯეროდა :)
0 1 4