x
image
worldsport.ge
ჰოვარდი ერთი წლით ნაკრებს დაემშვიდობა

image“ევერტონის” ვეტერანმა კარის დარაჯმა ტიმ ჰოვარდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში თამაშისგან შესვენება აიღოს, რათა უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახთან.
“საზღვარგარეთ მე-12 წელიწადს ვატარებ და ოჯახთან დიდი დროის გატარების საშუალება არ მეძლეოდა. ახლა ამის გაკეთება აუცილებელია და უახლოესი ერთი წელიწადი ოჯახს ეთმობა” - განუცხადა 35 წლის მეკარემ აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტს.
ამრიგად, უკვე შეთანხმებულია, რომ 2015 წლის შემოდგომამდე ამერიკელთა სამწვრთნელო შტაბი ჰოვარდს საერთაშორისო თამაშებისთვის არ გამოიძახებს. ტიმის ანგარიშზე 104 სანაკრებო მატჩია და ის ბოლო ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის უცვლელი მეკარე იყო. ვეტერანი “ევერტონის” ღირსებას 2006 წლიდან იცავს, მანამდე კი, 2003 წლიდან “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოდიოდა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0