x
image
worldsport.ge
ხედირამ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა, დი მარიას წასვლა სურს

imageმადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ანხელ დი მარიას და სამი ხედირას შესახებაც ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, არგენტინელმა კლუბს წასვლა სთხოვა: "დი მარიამ ამ ზაფხულს, კლუბს წასვლა სთხოვა და ახალი შეთავაზება "რეალისგან" უარყო. ფეხბურთელი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სანამ სატრანსფერო პერიოდი დამთავრდება, ის კვლავ ჩვენთან იქნება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როდესაც წავიკითხე, რომ დი მარიას კლუბთან და ჩემთან უთანხმოება ჰქონდა, გაოცებული ვიყავი. არანაირ უთანხმოებას არ აქვს ადგილი."image

სამეფო კლუბის თავკაცმა აღნიშნა, რომ სამი ხედიარს სიტუაცია არგენტინელისგან განსხვავდება: "დი მარიასგან განსხვავებით, აქ სხვანაირადაა საქმე. მას არ უთხოვია კლუბიდან წასვლა. ხედირამ კონტრაქტის გახანგრძლივება უარყო, მაგრამ ჩვენთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები."
შეგახსენებთ, რომ დი მარიასადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ იჩენენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონის სამი ხედირას გადაბირება ლონდონის "არსენალს" სურს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0