x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნანუკა ჟორჟოლიანი-"ეს მათთვის ვინც ითხოვს, აუ ვინც წყალი გადაისხით დადეთ რა ქვითრები! " ... რა მიზანი აქვს თავზე ცივი წყლის გადასხმას.
image
ALS Association-ს აქციამ, თავზე ცივი წყლის გადასხმის აქციამ, მთელი მსოფლიო მოიცვა.

ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომლითაც Lou Gehrig’s-ით, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით, დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან.

ცივი წყლის გადასხმით ადამიანი უკვე მონაწილეობას იღებს ამ აქციაში, იგი სამ ადამიანს იწვევს, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გამოწვევა. აქციის მიზანი მხოლოდ წყლის გადასხმას და სახალისო ვიდეორგოლის გადაღეებას არ ნიშნავს. ყველა ვინც ამ გამოწვევას მიიღებს გარკვეული თანხა უნდა გადარიცხონ ავადმყოფთა დასახმარებლად გამოყოფილ ფონდში.

მსოფლიოს ვარსკვლავების მსგავსად ცნობილი ქართველებიც ჩაერთნენ ამ აქციაში.


როგორც ყოველთვის, ქართველი საზოგადოების უმეტესობა ირონიით შეხვდა ქართველი ცნობილი საზოგადოების თავზე წყლის გადასხმას, რადგან თვლიან რომ თანხაც უნდა გადარიცხონ.

ნანუკა ჟორჟოლიანი გააღიზიანა საზოგადოების ამ საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ და იმის დასამტკიცებლად, რომ თანხებსაც რიცხავენ ქვითარი გამოაქვეყნა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"ეს მათთვის ვისაც ეს აქცია არ მოეწონა, ვერ გაიგო, არ გაიღიმა, ან არ " ესვეცკა" ან დააკომპლექსა. ეს მათთვის ვინც ითხოვს, აუ ვინც წყალი გადაისხით დადეთ რა ქვითრები! ეს მათთვის ვინც ყოველთვის ყველაფერს ჩასაფრებული უყურებს! დიახ, მაგარი აქციაა! თუნდაც იმიტომ რომ შესძლო ერთმა მარტივმა იდეამ ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანება! გაღიმება! ბევრი ადამიანის კი დახმარება! აბა გადახედეთ ჩვენს, ქართულ ფბ-ს რა შეგვიძლია და ჩვენთან გადამდები რა არის მხოლოდ? ქილიკი, დაცინვა, ჭორაობა, ლანძღვა. მე მინდოდა იმ ტიპების ნაწილი ვყოფილიყავი და ორი დღე მაინც გამომივიდა... P.S. 100 ლარი მაქსიმუმია და ამიტომ ორჯერ გადარიცხვა მომიწია... წარმატებული დღე თქვენ!"imageimageimage


0
713
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0